სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და ევროპული გრანდები შემადგენლობის საბოლოოდ დასაკომპლექტებლად აქტიურ ნაბიჯებს დგამენ.
გამოცემა The Independent აქვეყნებს იმ 10 მთავარ სატრანსფერო საგას, რომლებმაც შესაძლოა სექტემბრის პირველ რიცხვამდე ფეხბურთის სამყარო აალაპარაკოს:
ბრედლი ბარკოლა (პსჟ - ლივერპული) - პარიზული კლუბი ფრანგი შემტევის სანაცვლოდ დაახლოებით 145 მილიონს ითხოვს, თუმცა ლივერპული იმედოვნებს, რომ ფასის 120 მილიონამდე ჩამოწევას შეძლებს. გარიგება შესაძლოა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებამდე გაიწელოს.
ენცო ფერნანდესი (ჩელსი - მანჩესტერ სიტი) - ენცო მარესკა თავის ყოფილ ნახევარმცველს დიდ პატივს სცემს, თუმცა ლონდონელების მიერ დაწესებული მკაცრი ვადების შემდეგ, ქალაქელებს არგენტინელის წამოსაყვანად სერიოზული ძალისხმევა დასჭირდებათ.
ქენან ილდიზი (იუვენტუსი - არსენალი) - მას შემდეგ, რაც ვინისიუს ჟუნიორთან დაკავშირებული გეგმები ჩაიშალა, მეთოფეებმა ყურადღება თურქი ტალანტისკენ მიმართეს, რომელსაც იტალიური მხარე 60 მილიონზე მეტად აფასებს.
ხულიან ალვარესი (ატლეტიკო - არსენალი / ბარსელონა) - არგენტინელი ფორვარდის გარშემო ვითარება კვლავ დაძაბულია. ატლეტიკო მისი გაყიდვის კატეგორიულად წინააღმდეგია, თუმცა გრანდების ინტერესი არ ნელდება.
იანკუბა მინტე (ბრაიტონი - ლივერპული) - მას შემდეგ, რაც 50 მილიონიანი პირველი წინადადება უარყვეს, ლივერპულში ფიქრობენ, ზაფხულის ბოლომდე ალტერნატიული ნაბიჯები გადადგან, თუ ბარკოლასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ჩაიშლება.
აიუბ ბუადი (ლილი - მანჩესტერ სიტი) - ნახევარდაცვის გაძლიერების მიზნით, სიტი ახალგაზრდა მაროკოელის ტრანსფერზე მუშაობს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 85 მილიონია.
ომარ მარმუში (მანჩესტერ სიტი - ტოტენჰემი) - სავინიოს ტრანსფერის პარალელურად, ტოტენჰემი მარმუშის დამატებასაც ცდილობს და მზად არის მასში დაახლოებით 75 მილიონი გადაიხადოს.
კარლოს ბალება (ბრაიტონი - მანჩესტერ იუნაიტედი) - წითელმა ეშმაკებმა კამერუნელი ნახევარმცველისთვის უკვე გააკეთეს 60 მილიონიანი შეთავაზება და მხარეები საბოლოო თანხმობასთან ახლოს არიან.
ნიკოლას გონსალესი (მანჩესტერ სიტი - ნიუკასლი) - ესპანელი ნახევარმცველი მანჩესტერში ვერ დამკვიდრდა და სიტი მზადაა, მის სანაცვლოდ გადახდილი თანხა დაიბრუნოს.
ადამ ვორტონი (კრისტალ პალასი - მანჩესტერ სიტი / ლივერპული) - ტალანტით ინგლისის წამყვანი კლუბები ინტერესდებიან, თუმცა პალასს მისი სეზონის ბოლომდე შენარჩუნება სურს.