ბარსელონამ და ფენერბაჰჩემ დომინიკ ლივაკოვიჩის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს.
ესპანური Sport-ის ცნობით, თურქულმა კლუბმა ბარსას შეთავაზება მიიღო და მხარეები დოკუმენტებს უახლოეს პერიოდში გაცვლიან.
დეკუ მოვლენებს წინ უსწრებს და უკვე შეარჩია მეკარე, რომელიც ვოიცეხ შჩესნის წასვლის შემდეგ გუნდს შეუერთდება.
ტრანსფერის საწყისი ღირებულება 2 მილიონი ევრო იქნება, კიდევ 2 მილიონი ევრო კი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული.
გეგმის მიხედვით, ხორვატიის ნაკრების 31 წლის მეკარე ბარსელონას 2027 წლის ივნისიდან, შჩესნის წასვლის შემდეგ შეუერთდება და გუნდის სათადარიგო მეკარე იქნება.
როგორც უკვე გავრცელდა ინფორმაცია, მიმდინარე სეზონს დომინიკ ლივაკოვიჩი იჯარით სხვა კლუბში გაატარებს.