• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
მიქაუტაძე ბარსაში? - ვინ იქნება ფლიკის ახალი ცხრიანი
ფეხბურთიფეხბურთი

მიქაუტაძე ბარსაში? - ვინ იქნება ფლიკის ახალი ცხრიანი

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

2026/27 წლების საფეხბურთო სეზონი დაიწყო. კლუბები შემადგენლობების მაქსიმალურად გასაძლიერებლად ყველაფერს აკეთებენ - გამონაკლისი არც ბარსელონაა, კატალონიელებმა უკვე დაიმატეს ენტონი გორდონი, ჯესი ბისიუ, კარიმ ადეიემი, ჟოაო კანსელო და რა თქმა უნდა როდრი. თუმცა ბევრი მცდელობის მიუხედავად, ფლიკის გუნდი ჯერჯერობით ნომინალური ცენტრ-ფორვარდის გარეშეა - ხულიან ალვარესის მრავალთვიანი საგის შემდეგ, ბარსელონა დანებდა, ატლეტიკო არგენტინელს არ ყიდის. მართალია ფლიკი ვარჯიშებზე უფორვარდოდ თამაშის სხვადასხვა ვარიაციას ამუშავებს, თუმცა ბუნებრივია გერმანელის გეგმებში  ბ გუნდის 18 წლის ეგვიპტელი ფორვარდის, ჰამზა აბდელკარიმის იმედად დარჩენა არ შედის. დღევანდელ ბლოგში იმ შესაძლო ვარიანტებზე მოგიყვებით, რომლებიც შეასძლოა ბარსას ახალ ცხრიანებად მოგვევლინონ.


ლაუტარო მარტინესი


როგორც ბარსელონასთან მჭიდრო კავშირში მყოფი ესპანელი ჟურნალისტი ხერარდ რომერო წერს, ხულიან ალვარესის ტრანსფერზე ხელის ჩაქნევის შემდეგ, კატალონიური კლუბი სრულად გადაერთვება ინტერის კაპიტნის, ლაუტარო მარტინესის გადმობირების საკითხზე.
ბარსასთვის არც მეორე არგენტინელის ტრანსფერი იქნება მარტივი - თუმცა ამ შემთხვევაში სიტუაციას ის ცვლის, რომ მარტინესის სურვილისა და მილანური კლუბისთვის სასურველი თანხის შეთავაზების  შემთხვევაში, ინტერმა შესაძლოა კაპიტნის გაყიდვაზე იფიქროს.


ლაუტარო ინტერს 2018 წელს რასინგიდან 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა - 8 სეზონის განმავლობაში მარტინესმა შავ-ლურჯი მაისურით 376 მატჩი ჩაატარა, 175 გოლი გაიტანა და 56 საგოლე გადაცემა შეასრულა. სამჯერ მოიგო სერია ა, სამჯერ იტალიის თასი, სამჯერ სუპერთასი, ორჯერ გახდა სერია ა-ს ბომბარდირი და ერთხელ სეზონის საუკეთესო მოთამაშე, ხოლო ორჯერ დამარცხდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. 


2023 წელს ლაუტარომ საუდის არაბეთიდან შეთავაზებულ 4-წლიან, 240 მილიონიან კონტრაქტზე თქვა უარი და ჯუზეპე მეაცაზე დარჩა - თუმცა როგორც სანდო წყაროებისგან ხშირად ვიგებთ, ბარსელონა ის იშვიათი ვარიანტია, რომელზეც არგენტინელი უარს არ იტყვის. სავარაუდოდ, ბარსელონას 28 წლის ფორვარდი 100 მილიონის ფარგლებში დაუჯდება.



ლუის სუარესი


კიდევ ერთი რეალური ვარიანტი, რომელსაც დეკუ განიხილავს, სპორტინგის კოლუმბიელი ფორვარდი ლუის სუარესია - საინტერესოა, რომ სუარესის შეძენას ბარსელონა წლების წინაც განიხილავდა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კოლუმბიელი გრანადაში თამაშობდა. 


სუარესს გასული სეზონი შთამბეჭდავი გამოუვიდა - სპორტინგის რიგებში ჩატარებულ 53 შეხვედრაში კოლუმბიელმა თავი 38 გოლსა და 9 საგოლე გადაცემას მოუყარა. გავრცელებული ინფორმაციით ლისაბონური კლუბი 28 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს ითხოვს, რის გადახდასაც კატალონიური კლუბი არ აპირებს.




გიორგი მიქაუტაძე


კიდევ ერთი სახელი, რომელიც ბოლო დროს ბარსელონას გასწვრივ ხშირად გვხვდება გიორგი მიქაუტაძეა. გასულ სეზონში, ლა ლიგაში 13 გოლისა და 6 საგოლე გადაცემის ავტორს არაერთი ავტორიტეტული გამოცემა მოიაზრებს ფლიკის სქემის იდეალურ ნაწილად - თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, დეკუს სიმპატიის მიუხედავად, ფლიკს ქართველი ფორვარდის ვარიანტი არ მოსწონს. 


სიტუაციას ისიც ართულებს, რომ ქართველის გაყიდვა ვილიარეალის ინტერესებში არ შედის და თუ ამას გააკეთებენ  საკმაოდ დიდ თანხასაც მოითხოვენ, რაც თავის მხრივ ბარსელონას გაურთულებს საქმეს - საუბარია 60-70 მილიონზე. ამ ყველაფრის ფონზე, ამ ზაფხულს ქართველის კამპ ნოუზე გადაბარგება თითქმის გამორიცხულ ვარიანტად მოჩანს.



ვიკტორ გიოკერეში


კიდევ ერთი დიდი სახელი, რომელიც ბარსელონასთან კავშირში გამოჩნდა, წინა ზაფხულს სპორტინგიდან არსენალში გადაბარგებული ვიკტორ გიოკერეშია. ინფორმაცია დეილი მირორმა გაავრცელა - ბრიტანული გამოცემის თქმით ბარსელონა 28 წლის ფორვარდის ტრანსფერს ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავს და არც თავად შვედია უარზე. გიოკერეში ჯერჯერობით ყველაზე არარეალურ ვარიანტად მოჩანს - ასევე უცნობია ლონდონური კლუბის პოზიცია, რომელმაც შვედის სანაცვლოდ ერთი წლის წინ 67 მილიონი ევრო გადაიხადა.


გასულ სეზონში მეთოფეთა შემტევმა ყველა ტურნირზე 55 მატჩი ჩაატარა, სადაც  21 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. სპორტინგში გიოკერეშის ციფრები ბევრად შთამბეჭდავი იყო - 2024/25 წლების სეზონში შვედმა 52 მატჩში 54 გოლი და 13 საგოლე გადაცემა მოაგროვა.



სატრანსფერო აჟიოტაჟის ფონზე კატალონიურ კლუბს კიდევ არაერთ ფორვარდს უკავშირებენ, ერთ-ერთ ვერსიად ბრიუგეს 22 წლის გერმანელი სტრაიკერი, ნიკოლო ტრესოლდი სახელდება. ასევე გაიჟღერა ისეთმა სახელებმაც, როგორებიცაა ნიკ ვოლტემადე, კრისტოფერ ნკუნკუ და ვიკტორ ოსიმენი - თუმცა რა თქმა უნდა ეს ვარიანტები ჯერჯერობით სერიოზულად განსახილველი არაა.



წაიკითხეთ: ბარსას 10 საუკეთესო ტრანსფერი



ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ბარსელონა
გიორგი მიქაუტაძე
ლაუტარო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

კანსელუმ კამპ ნოუ გაბრაზებულმა დატოვა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კანსელუმ კამპ ნოუ გაბრაზებულმა დატოვა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

დეკუმ ალვარესსა და ბარსას სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დეკუმ ალვარესსა და ბარსას სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მოურინიო: ,,მოვიყვანდი თუ არა იამალს რეალში?"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მოურინიო: ,,მოვიყვანდი თუ არა იამალს რეალში?"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კანსელუ ბარსელონაში დაბრუნდა - ამჯერად სრულფასოვანი კონტრაქტით

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კანსელუ ბარსელონაში დაბრუნდა - ამჯერად სრულფასოვანი კონტრაქტით
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

15 სთ წინ

კანსელუმ კამპ ნოუ გაბრაზებულმა დატოვა

News image

11 სთ წინ

დეკუმ ალვარესსა და ბარსას სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა

News image

11 სთ წინ

მოურინიო: ,,მოვიყვანდი თუ არა იამალს რეალში?"

News image

8 სთ წინ

კანსელუ ბარსელონაში დაბრუნდა - ამჯერად სრულფასოვანი კონტრაქტით

კომენტარები

ლინკის დაკოპირება