ბარსელონას სპორტულმა დირექტორმა, დეკუმ, კლუბის სატრანსფერო პოლიტიკასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც კლუბი შეტევის ხაზში აღმოჩნდა.
მან ოფიციალურად დაადასტურა, რომ რობერტ ლევანდოვსკის და ფერან ტორესის წასვლის შემდეგ, კლუბი ახალი ძლიერი ფორვარდის დამატებაზე აქტიურად მუშაობს.
დეკუს თქმით, ლევანდოვსკისნაირი ფეხბურთელის შეცვლა მარტივი არ არის, თუმცა გუნდი საუკეთესო გამოსავალის მოძებნას ცდილობს და ბაზარზე მიზანმიმართულად მოქმედებს.
სპორტულმა დირექტორმა აღნიშნა, რომ მიუხედავად გუნდში არსებული გარკვეული ალტერნატივებისა, ბარსელონა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ბაზარზე აქტიურობას გააგრძელებს, რათა შემადგენლობა ბოლომდე გაიმართოს.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა მედიაში არსებულ მძაფრ სპეკულაციებზე, განსაკუთრებით ხულიან ალვარესის თემასთან დაკავშირებით, და განაცხადა:
რეალობას თვალებში უნდა ჩავხედოთ. როდესაც კლუბი, როგორიც ატლეტიკოა, ფეხბურთელის დათმობას კატეგორიულად არ აპირებს, საქმეში სხვა ფაქტორები ერთვება. ჩვენ ვაფასებთ ვითარებას და მზად ვართ ალტერნატიული გამოსავლის საძიებლად, რადგან ერთი მიმართულებით ჩაციკვლა არ შეიძლება.