ზაკ ბრაუნი ამბობს, რომ ურჩევნია ტიტული მაქს ვერსტაპენთან დაკარგოს, ვიდრე მაკლარენის ერთ-ერთი მრბოლელი აირჩიოს.
„მირჩევნია ვთქვა, ‘ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, ორივე მრბოლელი ქულებით თანაბრად იყო და სხვამ გვაჯობა ერთი ქულით,’ ვიდრე მეორე გზა - ერთ-ერთ მრბოლელს ვუთხრა, როცა მხოლოდ ერთი ქულით არიან დაშორებულნი: ‘ვიცი, რომ ოცნებობ მსოფლიო ჩემპიონობაზე, მაგრამ ჩვენ მონეტა ავაგდეთ და ამ წელს შენ ვერ იქნები.’ არა, არასდროს!“
ეს არ არის ჩვენი რბოლის წესი. თუ 2007 წელი ისევ განმეორდება, მირჩევნია იგივე შედეგი მქონდეს, ვიდრე რომელიმე მათგანს მხარი დავუჭირო, ამას არ გავაკეთებთ.“ - განაცხადა მაკლარენის ბოსმა.
ფორმულა 1-ის საჩემპიონო დავაში პირველ ადგილზე ლანდო ნორისია 357 ქულით, რომელიც თანაგუნდელ ოსკარ პიასტრის 1 ქულით უსწრებს. მე-3 პოზიციას კი ოთხგზის ჩემპიონი, მაქს ვერსტაპენი იკავებს 321 ქულით.
ფორმულა 1-ში მომდევნო გრან პრი ბრაზილიაში 7-9 ნოემბერს გაიმართება.