Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი, კარიერას დიდი ალბათობით ესპანურ გრანადაში გააგრძელებს.
ფეხბურთელი ესპანურ კლუბს დინამო კიევიდან ერთწლიანი იჯარით, გამოსყიდვის უფლების გარეშე შეუერთდება.
ტრანსფერის დახურვამდე სამედიცინო შემოწმებაა დარჩენილი, რომელსაც წიტაიშვილი უახლოეს პერიოდში გაივლის.
Geo Team-ის ინფორმაციით, წიტაიშვილს გრანადას, გერმანული ჰერტას და ფრანგული მეცის ვარიანტები ჰქონდა, თუმცა არჩევანი ესპანურ გუნდზე შეაჩერა.
გრანადა ლა ლიგიდან გასული სეზონის შედეგად გავარდა და მოახლოვებულ სეზონში მეორე დივიზონში იასპარეზებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
ქართული სპორტის საოცარი კვირა
ფეხბურთი