• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
BREAKING: შეთანხმება შედგა - ბარკოლა პსჟ-ს ტოვებს
ფეხბურთიფეხბურთი

BREAKING: შეთანხმება შედგა - ბარკოლა პსჟ-ს ტოვებს

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ლივერპულმა პარი სენ-ჟერმენთან ბრედლი ბარკოლას ტრანსფერზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია.


კლუბები შემოთავაზებული გარიგების პირობებზე ღამის განმავლობაში შეთანხმდნენ. ტრანსფერის საერთო ღირებულება დაახლოებით 120 მილიონი ფუნტი იქნება, საიდანაც 100 მილიონ ფუნტზე მეტი გარანტირებული თანხაა.


ჯერჯერობით კონტრაქტზე ხელი არავის მოუწერია და ტრანსფერი საბოლოოდ დასრულებული არ არის, თუმცა ბარკოლას შესაძლო გადასვლამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს კოდი გაკპოს მომავალზეც.


ნიდერლანდელს არაერთხელ უკავშირებდნენ ტოტენჰემს, ამ ზაფხულს კი მის მიმართ ინტერესს მანჩესტერ სიტიც იჩენდა.


ბარკოლას პსჟ-სთან კონტრაქტის ამოწურვამდე ორი წელი რჩება, თუმცა მან ნათლად დააფიქსირა, რომ ევროპის ჩემპიონებთან ხელშეკრულების გახანგრძლივება არ სურს.


ის ასევე არ მოხვდა გუნდის განაცხადში ლიგა 1-ის პირველ ტურში რენთან ფრედ, 2:2 დასრულებულ შეხვედრაში.


საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი ძირითადად მარცხენა ფლანგზე თამაშობს, თუმცა საპირისპირო ფლანგზეც შეუძლია მოქმედება.


გასულ სეზონში სათამაშო დროისთვის ის უშუალოდ ხვიჩა კვარაცხელიასა და დეზირე დუეს უწევდა კონკურენციას.


ჩემპიონთა ლიგის გათამაშების დასკვნით ეტაპზე ბარკოლა ძირითადად სათადარიგოთა სკამიდან ერთვებოდა თამაშში, ხოლო ლუის ენრიკეს გუნდმა ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო.


მიუხედავად სასტარტო შემადგენლობაში ადგილისთვის დიდი კონკურენციისა, ბარკოლამ 2025/26 წლების სეზონში პსჟ-ს მაისურით 49 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.


პარიზულმა კლუბმა ლიგა 1-ის ჩემპიონობა შეინარჩუნა და ამავდროულად ევროპულ ასპარეზზეც წარმატებას მიაღწია.


2021/22 წლების სეზონში პირველ გუნდში დამკვიდრების შემდეგ ბარკოლას ანგარიშზე ყველა ტურნირზე ჩატარებულ 152 შეხვედრაში 39 გოლი და 37 საგოლე გადაცემაა.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ბრედლი ბარკოლა
ლივერპული
პსჟ

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ვის ვერ შეხვდება ლივერპული ენფილდზე ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვის ვერ შეხვდება ლივერპული ენფილდზე ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

უეფას ახალი წესი: ლივერპული და რეალი ენფილდზე აღარ ითამაშებენ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

უეფას ახალი წესი: ლივერპული და რეალი ენფილდზე აღარ ითამაშებენ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კრისტალ პალასმა ლივერპული უარით გაისტუმრა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კრისტალ პალასმა ლივერპული უარით გაისტუმრა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

გრანდების კარაბაოს თასის შეხვედრები ცნობილია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გრანდების კარაბაოს თასის შეხვედრები ცნობილია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

22 სთ წინ

ვის ვერ შეხვდება ლივერპული ენფილდზე ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში?

News image

20 სთ წინ

უეფას ახალი წესი: ლივერპული და რეალი ენფილდზე აღარ ითამაშებენ

News image

19 სთ წინ

კრისტალ პალასმა ლივერპული უარით გაისტუმრა

News image

2 სთ წინ

გრანდების კარაბაოს თასის შეხვედრები ცნობილია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება