ნიუკასლის ნახევარმცველმა, ბრუნო გიმარაეშმა, დღევანდელი მეტოქისადმი სიმპათია გამოთქვა.
დღეს ნიუკასლი ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ბარსელონას დაუპირისპირდება.
„სწორედ ბარსელონამ შემაყვარა ფეხბურთი. კარგად მახსოვს რონალდინიო. შემდეგ იყვნენ მესი, სუარესი, ნეიმარი, ინიესტა... თამაშს მოუთმენლად ველოდები."
„იამალის არ ყოფნა? ლამინი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა ჩვენ მთლიანი ბარსელონა დაგვიპირისპირდება, რომელსაც რაფინიას და პედრის დონის საოცარი ფეხბურთელები ჰყავს." - აღნიშნა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა.
მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე სენტ ჯეიმს პარკზე დაიწყება.