ნიუკასლის მთავარმა მწვრთნელმა ბარსელონასთან მატჩზე ისაუბრა.
დღეს ინგლისური კლუბი კატალონიურს თბილისის დროით 23:00 საათზე, სენტ ჯეიმს პარკზე უმასპინძლებს.
„ისტორიული თამაშია. კენჭისყრისთანავე გახარებულები დავრჩით. ძირითადი ყურადღება ტაქტიკაზე გავამახვილეთ - მაგარი თამაში გველის, მოუთმენლად ველოდები.
ყველაფერი, რაც ჩემპიონთა ლიგაზე ხდება, ჩვეულებრივისგან განსხვავდება. ადრე მიღებული გამოცდილება უნდა დაგვეხმაროს. ჩვენი შემადგენლობა ორ წელიწადში ძალიან შეიცვალა და დაჭკვიანდა. ამ გუნდში ეჭვი არ მეპარება.
ვწუხვარ, რომ იამალი ვერ ითამაშებს - დასანანია, როცა ასეთ ფეხბურთელს ვერ ნახულობ. თუმცა, ბარსას ფლანგებზე სხვა საოცარი შემტევებიც ჰყავს." - აღნიშნა ნიუკასლის თავკაცმა.