სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩავი ბარსელონას ქმედებებით და პრესაში ჩაშვებული განცხადებებით უკმაყოფილოა.
სექტემბრის დასაწყისში, პედრიმ ახალი მწვრთნელის მუშაობის შეფასების დროს აღნიშნა, რომ ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით, გუნდი უფრო ინტენსიურად მუშაობს, ვიდრე აქამდე, რის გამოც, მატჩებში 70-ე წუთის შემდეგ აღარ იღლება.
"ამის გამო თავს უფრო თავისუფლად ვგრძნობ." - თქვა პედრიმ.
Diario Sport-ის და AS-ის ინფორმაციით, ამ განცხადებამ ჩავი ერნანდესი გაანაწყენა. მას მიაჩნია, რომ პედრის სიტყვები უსამართლობაა, იმიტომ რომ ლა ლიგის მომგებ სეზონში გუნდს ფიზ მომზადების თვალსაზრისით ჩემპიონატის საუკეთესო შედეგები ჰქონდა.
ესპანელი სპეციალისტი ასევე განაწყენებულია მისი წასვლის შემდეგ ხელმძღვანელობის რამდენიმე განცხადებითაც. ჩავის და მის მეგობრებს მიაჩნიათ, რომ ბარსელონაში მისი დისკრედიტაციისა და ფლიკის ქების კამპანია მიმდინარეობს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები