მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 24-ე ტურის მატჩში ჩელსიმ შინ ვესტ ჰემს მოუგო.
სტემფორდ ბრიჯზე გამართული ლონდონური დერბი მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
ჯარედ ბოუენის გოლით გრემ პოტერის გუნდმა პირველი ტაიმი მოიგო. 64-ზე ანგარიში პედრო ნეტომ გაათანაბრა, 74-ზე კი აარონ ვან ბისაკამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და საბოლოო ანგარიშიც ასე დაფიქსირდა.
ჩელსიმ 43 ქულა დააგროვა და ცხრილში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა, ვესტ ჰემი კი ზედიზედ სამი მატჩია ვერ იგებს და 27 ქულით მე-15 პოზიციაზე ჩაქვეითდა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები