-
Aa
+
ფონტის ზომა
საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მორიგი სეზონის დაწყების წინ თითოეული მატჩის მთავარ ფაქტებსა და სტატისტიკურ მონაცემებს გადავხედოთ, რომელიც უეფას ოფიციალურმა გვერდმა მოამზადა.
ეს ამ გუნდების მე-4 შეხვედრა იქნება. 2024/25 წლების ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში ბრიუგემ საკუთარ მოედანზე 1:0 მოიგო, ხოლო შემდეგ, მერვედფინალში, ასტონ ვილამ ჯერ სტუმრად 3:1, შემდეგ კი შინ 3:0 გაიმარჯვა.
ბრიუგეს უეფას ტურნირებზე ჩატარებული ბოლო 22 საშინაო მატჩიდან მხოლოდ 3 აქვს წაგებული (13 მოგება, 6 ფრე). ამასთან, ბოლო 7 ევროპული საშინაო შეხვედრიდან ექვსში ბელგიურმა გუნდმა მინიმუმ 3 გოლი გაიტანა.
ბრიუგე ბოლო 9 სეზონში მერვედ მონაწილეობს ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე.
ასტონ ვილამ გასული სეზონის წარმატებული ევროპა ლიგის კამპანიისას ჩატარებული 15 მატჩიდან 13 მოიგო და მხოლოდ 2 წააგო.
ვილას უეფას ტურნირების ჯგუფურ/ლიგის ეტაპზე ჩატარებული ბოლო 21 მატჩიდან მხოლოდ 3 აქვს წაგებული (16 მოგება, 2 ფრე).
უნაი ემერის გუნდმა ბოლო 16 ევროპული მატჩიდან ცხრაში კარი მშრალად შეინახა.
ათენის აეკს უეფას ტურნირებზე ჩატარებული ბოლო 11 საშინაო მატჩიდან 9 აქვს მოგებული (1 ფრე, 1 წაგება).
აეკი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ/ლიგის ეტაპზე მეექვსედ ითამაშებს, თუმცა ეს 2018/19 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდება.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ/ლიგის ეტაპზე აეკის ბოლო 22 მატჩიდან მხოლოდ 1 დასრულდა უგოლოდ.
ლასკისთვის ეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ/ლიგის ეტაპზე სადებიუტო სეზონია.
ავსტრიულმა კლუბმა გასულ სეზონში ჩემპიონატისა და თასის დუბლი შეასრულა. ეს მათთვის პირველი მნიშვნელოვანი ტიტულები იყო 1964/65 წლების სეზონის შემდეგ, როდესაც ასევე ორივე ტურნირი მოიგეს.
ლასკმა ევროპულ ტურნირებზე 11-მატჩიანი მოუგებელი სერია (4 ფრე, 7 წაგება) მაშინ დაასრულა, როდესაც პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში სელტიკი 5:1 დაამარცხა და ლიგის ეტაპის საგზური მოიპოვა.
თუ რეალის თავდამსხმელი კილიან მბაპე გოლს გაიტანს, ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მე-5 ადგილს გაიყოფს. ამჟამად მას 70 გოლი აქვს და რაულ გონსალესს 1 ბურთით ჩამორჩება.
თუ ტიბო კურტუა ითამაშებს, ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 მატჩს ჩაატარებს და ისტორიაში 56-ე ფეხბურთელი გახდება, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია.
რეალის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო თავის ყოფილ გუნდს, ინტერს დაუპირისპირდება. პორტუგალიელმა სპეციალისტმა მილანურ კლუბთან ერთად 2009/10 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ტრებლი შეასრულა.
რეალმა ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო 7 მატჩიდან 6 მოიგო და მხოლოდ 1 წააგო.
მადრიდელებმა იტალიური კლუბების წინააღმდეგ ჩატარებული ბოლო 21 შეხვედრიდან 19 მოიგეს და მხოლოდ 2 წააგეს.
სამეფო კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 19 სეზონიდან 17-ში პირველი ტურის მატჩი გამარჯვებით დაასრულა და მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა.
ინტერს ესპანური კლუბების წინააღმდეგ სტუმრად ჩატარებული ბოლო 13 მატჩიდან არცერთი მოუგია (4 ფრე, 9 წაგება). უკანასკნელად მილანელებმა ესპანეთში 2004/05 წლების ჯგუფურ ეტაპზე იმარჯვეს, როდესაც ვალენსია 5:1 დაამარცხეს.
ნერაძურიმ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 19 მატჩიდან მხოლოდ ორში ვერ შეძლო გოლის გატანა.
ჩემპიონთა ლიგის ლიგის ეტაპზე ინტერის ბოლო 15 მატჩიდან არცერთი დასრულებულა ფრედ - 11 მოგება და 4 წაგება.
ამ გუნდების ერთადერთი წინა შეხვედრა გასულ სეზონში, მე-5 ტურში გაიმართა და დორტმუნდმა საკუთარ მოედანზე 4:0 გაიმარჯვა.
დორტმუნდს ესპანური გუნდების წინააღმდეგ შინ ჩატარებული ბოლო 15 მატჩიდან მხოლოდ 2 აქვს წაგებული (9 მოგება, 4 ფრე), ხოლო ბოლო 3 შეხვედრა მოიგო.
გასულ სეზონში BVB-მ ლიგის ეტაპის პირველ 3 მატჩში 4-4 გოლი გაიტანა.
ვილიარეალს გერმანული კლუბების წინააღმდეგ ჩატარებული ბოლო 10 შეხვედრიდან მხოლოდ 2 აქვს მოგებული (4 ფრე, 4 წაგება).
ინიგო პერესის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ/ლიგის ეტაპზე ზედიზედ მე-2 სეზონში მონაწილეობს, რაც კლუბის ისტორიაში პირველად ხდება.
ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე ვილიარეალის ბოლო 31 მატჩიდან არცერთი დასრულებულა 0:0.
პორტუ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ/ლიგის ეტაპზე 28-ედ მონაწილეობს. ამ მაჩვენებლით კლუბი ისტორიაში მე-4 ადგილზეა და მხოლოდ რეალს (31), ბარსელონასა (31) და ბაიერნს (30) ჩამორჩება.
პორტუს ინგლისური კლუბების წინააღმდეგ ჩატარებული ბოლო 16 მატჩიდან მხოლოდ 2 აქვს მოგებული (4 ფრე, 10 წაგება).
„დრაკონებს“ უეფას ტურნირებზე ჩატარებული ბოლო 14 საშინაო მატჩიდან მხოლოდ 1 აქვთ წაგებული (10 მოგება, 3 ფრე).
მანჩესტერ სიტისთვის ეს ევროპის ჩემპიონთა თასზე/ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული 150-ე მატჩი იქნება.
სიტის პორტუგალიური კლუბების წინააღმდეგ ჩატარებული 11 შეხვედრიდან მხოლოდ 2 აქვს წაგებული (6 მოგება, 3 ფრე), თუმცა ბოლო მატჩში, 2024/25 წლების ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში, სპორტინგთან 1:4 დამარცხდა.
მანჩესტერ სიტიმ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 9 გასვლითი მატჩიდან 6 წააგო (2 მოგება, 1 ფრე).
ლილს ესპანური კლუბების წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე ჩატარებული 9 მატჩიდან მხოლოდ 1 აქვს წაგებული (3 მოგება, 5 ფრე). ბოლო ასეთი შეხვედრა 2024/25 წლების ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში გაიმართა, როდესაც ფრანგულმა გუნდმა მადრიდის რეალი 1:0 დაამარცხა.
LOSC-მა ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე ჩატარებულ ბოლო 9 შეხვედრაში გოლი ყველა მატჩში გაიტანა.
ლილის ბოლო 34 ევროპული შეხვედრიდან არცერთი დასრულებულა 0:0.
ბეტისს ევროპის ჩემპიონთა თასზე/ჩემპიონთა ლიგაზე აქამდე მხოლოდ ერთხელ, 2005/06 წლების სეზონში უთამაშია, როდესაც ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა.
ბეტისს ფრანგული გუნდების წინააღმდეგ ჩატარებული ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ 2 აქვს წაგებული (2 მოგება, 3 ფრე).
ესპანურმა კლუბმა უეფას ტურნირების ჯგუფურ/ლიგის ეტაპზე ჩატარებული ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო (7 მოგება, 2 ფრე).

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები