-
Aa
+
ფონტის ზომა
საინტერესოა დაპირისპირებების სტატისტიკა და ის თუ რას უნდა ველოდოთ თითოეულ შეხვედრაში.
გალათასარაისა და იუვენტუსს შორის UEFA-ს ტურნირებში ექვსი შეხვედრა გაიმართა და ყველა მათგანი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. უპირატესობა გალათასარაის მხარესაა - ორი გამარჯვება, იუვენტუსს ერთი მოგება აქვს, ხოლო სამი მატჩი ფრედ დასრულდა.
ეს მხოლოდ მეორე ორმატჩიანი დაპირისპირებაა თურქულ და იტალიურ კლუბებს შორის ტურნირების ისტორიაში (საკვალიფიკაციო ეტაპების ჩათვლით). პირველი 1962/63 წლების ევროპის თასის მეოთხედფინალში შედგა, როდესაც მილანმა გალათასარაი ჯამში ანგარიშით 8-1 დაამარცხა.
გალათასარაიმ ბოლო 17 მატჩიდან იტალიური გუნდების წინააღმდეგ მხოლოდ სამი წააგო (7 მოგება, 7 ფრე) და თურქეთში იტალიურ კლუბებთან 1963 წლის შემდეგ არ დამარცხებულა - 11 მატჩიდან 7 მოგება და 4 ფრე.
თურქული კლუბი ამ შეხვედრაში ჩემპიონთა ლიგაზე მე-200 მატჩს ჩაატარებს და გახდება პირველი თურქული გუნდი, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია. მათ ასევე ორი გოლი აშორებთ ტურნირში 250 გოლის ზღვრამდე.
იუვენტუსს უეფას ტურნირებზე თურქულ კლუბებთან ჩატარებული 10 მატჩიდან მხოლოდ ორი აქვს წაგებული (5 მოგება, 3 ფრე) - ორივე სწორედ გალათასარაის წინააღმდეგ.
იტალიურ გუნდს ბოლო ექვს ორმატჩიან დაპირისპირებაში პირველი მატჩი არ წაუგია (3 მოგება, 3 ფრე).
იუვენტუსი ბოლო 12 სეზონიდან 10-ში ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მონაწილეობს; გალათასარაი კი ამ ეტაპზე 2013/14 სეზონის შემდეგ პირველად დაბრუნდა.
სავარაუდო შემადგენლობები (uefa.com)
გალათასარაი - ჩაქირი; ბოი, სანჩესი, ბარდაქჩი, ელმალი; ტორეირა, სარა, სანე, აქგიუნი, ილმაზი; ოსიმენი
იუვენტუსი - დი გრეგორიო; კალულუ, ბრემერი, კელი, კამბიასო, მაკკენი, ლოკატელი, მირეტი; კონსეისაუ, ილდიზი; დევიდი
ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის მერვე ტურის კლასიკად ქცეულ შეხვედრაში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც მეკარე ანატოლი ტრუბინის ბოლო წუთის თავური დარტყმით ბენფიკა პლეი-ოფში გავიდა.
მანამდე ბენფიკა და რეალი სამჯერ შეხვდნენ უეფას ტურნირებზე: 1962 წლის ევროპის თასის ფინალში, რომელიც ბენფიკამ 5-3 მოიგო, და 1964/65 წლების მეოთხედფინალში, სადაც ლისაბონში 5-1 გამარჯვების შემდეგ მადრიდში 2-1 დამარცხდნენ.
ბენფიკამ ბოლო ხუთი ორმატჩიანი დაპირისპირება ესპანურ კლუბებთან წააგო. მათი ბოლო წარმატება 1982/83 წლების უეფას თასზე ბეტისის წინააღმდეგ იყო.
პორტუგალიურმა კლუბმა ამ სეზონში უეფას საშინაო ექვსი მატჩიდან ოთხი მოიგო (2 წაგება).
მერვე ტურის 4-2 მარცხამდე რეალ მადრიდი პორტუგალიურ გუნდებთან უეფას 10 მატჩში დაუმარცხებელი იყო (8 მოგება, 2 ფრე).
რეალმა ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 12 ორმატჩიანი დაპირისპირებიდან 10 მოიგო.
კილიან მბაპემ ამ სეზონში მხოლოდ შვიდ მატჩში 13 გოლი გაიტანა - მათგან რვა ბოლო სამ შეხვედრაში.
რეალი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ზედიზედ 29-ე სეზონია მონაწილეობს, ხოლო ბენფიკა ბოლო ხუთ სეზონში მეოთხედ გავიდა ამ ეტაპზე.
სავარაუდო შემადგენლობები (uefa.com)
ბენფიკა - ტრუბინი; დედიჩი, ოტამენდი, არაუხო, დალი; ბარენეჩეა, ბარეირო; პრესტიანი, სუდაკოვი, შიელდერუპი; პავლიდისი
რეალი - კურტუა; ალექსანდერ-არნოლდი, რუდიგერი, ჰაუსენი, კარერასი; ვალვერდე, გიულერი, ჩუამენი, კამავინგა; მბაპე, ვინისიუსი
ეს არის პირველი შეხვედრა მონაკოსა და პარი სენ-ჟერმენს შორის უეფას ტურნირებზე, თუმცა ორივე გუნდს უკვე ჰქონია ფრანგული დერბი ევროპაში: მონაკო 1998/99 წლების უეფას თასის მესამე რაუნდში მარსელმა გამოთიშა, ხოლო პარიზელებმა გასულ სეზონში ამავე ეტაპზე ბრესტს ჯამშ ანგარიშით 10-0 სძლიეს.
მონაკომ ბოლო ხუთი ორმატჩიანი დაპირისპირება უეფას ტურნირებზე წააგო.
თუმცა, მონეგასკურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო შვიდი მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო (2 მოგება, 4 ფრე) და ბოლო ექვს შეხვედრაში ოთხჯერ კარი მშრალად შეინახა.
ტაკუმი მინამინოს მეორე ტაიმში გატანილმა გოლმა მონაკოს 29 ნოემბერს ლიგა 1-ში პარიზელთა წინააღმდეგ 1-0 საშინაო გამარჯვება მოუტანა. ამ გამარჯვებამ ზედიზედ სამი მარცხისა და ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია (1 ფრე, 4 წაგება) დაასრულა დედაქალაქურ კლუბთან.
პარიზელებმა ჩემპიონთა ლიგაშე ბოლო შვიდი ორმატჩიანი დაპირისპირებიდან ექვსი მოიგეს. მოქმედმა ჩემპიონმა უეფას ბოლო 12 მატჩიდან მხოლოდ ორი წააგო (7 მოგება, 3 ფრე).
პსჟ ზედიზედ მე-14 სეზონია ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ასპარეზობს; მონაკო გასულ სეზონშიც გავიდა ამ ეტაპზე, თუმცა ბენფიკასთან გავარდა.
სავარაუდო შემადგენლობები (uefa.com)
მონაკო - კიონი; ვანდერსონი, ფაესი, კერერი, ენრიკე; კამარა, ზაქარია; ადინგრა, გოლოვინი, კულიბალი; ბალოგუნი
პსჟ - საფონოვი; ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში; ზაირ-ემერი, ვიტინია, ნევეში; კვარაცხელია, დემბელე, ბარკოლა
ამ გუნდებს შორის UEFA-ს ტურნირებზე ერთადერთი შეხვედრა 2017/18 წლების ევროპის ლიგის 1/16 ფინალში გაიმართა. დორტმუნდმა ჯამში ანგარიშით 4-3 გაიმარჯვა - პირველ მატჩში 3-2 მოიგო შინ, ხოლო იტალიაში 1-1 ითამაშა.
დორტმუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე იტალიურ კლუბებთან ბოლო სამი ორმატჩიანი დაპირისპირება წააგო, ყველაზე ბოლოს - 2014/15 წლების 1/8 ფინალში იუვენტუსთან. თუმცა მათ ყველაზე ცნობილი ევროპული ღამე სწორედ ტურინულ კლუბთან ჰქონდათ - 1997 წელს 3-1 გამარჯვებით ერთადერთი ტიტული მოიპოვეს.
გერმანულმა კლუბმა იტალიურ გუნდებთან უეფას ბოლო შვიდი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო (3 ფრე, 3 წაგება).
გამარჯვება დორტმუნდს ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 გამარჯვებას მოუტანს. მათ ბოლო რვა ორმატჩიანი დაპირისპირებიდან ექვსში საშინაო მატჩი მოიგეს.
ატალანტამ გერმანულ გუნდებთან ჩატარებული უეფას 11 მატჩიდან მხოლოდ ორი წააგო (6 მოგება, 3 ფრე) და ბოლო სამი შეხვედრა გოლის გაუშვებლად მოიგო.
ბერგამოული გუნდი გერმანიაში ჩატარებულ უეფას ბოლო ოთხ გასვლით მატჩში დაუმარცხებელია (3 მოგება, 1 ფრე).
დორტმუნდი ბოლო 14 სეზონიდან 11-ში პლეი-ოფში მონაწილეობს; ატალანტა კი ბოლო შვიდ სეზონში მეოთხედ გავიდა ამ ეტაპზე.
სავარაუდო შემადგენლობები (uefa.com)
დორტმუნდი - კობელი; რიერსონი, ანტონი, ბენსებაინი, სვენსონი; ნმეჩა, ბელინგემი, ზაბიცერი; სილვა, ბრანდტი; გირასი
ატალანტა - კარნეზეკი; სკალვინი, ჯიმსიტი, აჰანორი; ძაპაკოსტა, დე როონი, ედერსონი, ბერნასკონი; სამარჯიჩი, ჟალევსკი; სკამაკა

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები