ჩიკაგო ბულსი დერიკ როუზის ნომერს აუქმებს.
ჩიკაგოში სხვა ვერცერთი მოთამაშე ვეღარ მოირგებს 1-ნომრიან მაისურს. ცერემონია 2026 წლის 24 იანვარს, ბოსტონ სელტიკსთან მატჩამდე გაიმართება.
დერიკ როუზმა კარიერის დასრულების შესახებ 2024 წელს განაცხადა. მან საუკეთესო წლები სწორედ ჩიკაგოში გაატარა.
2008 წელს როუზი დრაფტის პირველ პიკად სწორედ ბულსმა აიყვანა. მან გუნდში 7 სეზონი და 406 მატჩი ჩაატარა. გახდა წლის საუკეთესო ახალწვეული და ყველა ვარსკვლავის მატჩის 3-გზის მონაწილე.
მთავარს კი დერიკ როუზმა 2011 წელს მიაღწია, ის დღემდე ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა MVP არის.
მძიმე ტრავმის გამო მისი კარიერა შესაბამისად ვეღარ განვითარდა, თუმცა ის ჩიკაგოელ გულშემატკივართა გულებში ყოველთვის დარჩება.