სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ში გატარებული 15 სეზონის შემდეგ დერიკ როუზი საკალათბურთო კარიერას ასრულებს.
"შემდეგი ეტაპი ჩემი ოცნებების მიდევნება და ჩემი ზრდის გაზიარება იქნება. მჯერა, რომ ნამდვილი წარმატება საკუთარი თავის შექმნიდან მოდის და მინდა, მსოფლიოს ვაჩვენო, ვინ ვარ კალათბურთის მიღმა.
კარგი თუ ცუდი, ყველას აქვს "რა იქნებოდა" ისტორია თავის ცხოვრებაში. მეც ასე ვარ, მაგრამ არაფერს შევცვლიდი, რადგან ეს ყველაფერი დამეხმარა, რომ ნამდვილი სიამოვნება მეპოვა.
კალათბურთი იყო და ყოველთივს იქნება ჩემი პირველი სიყვარული. თინეიჯერობისას მიზანი მქონდა, რომ NBA-ს მოთამაშე ვყოფილიყავი და ამას მივაღწიე. ეს არ არის იმ თამაშთან დამშვიდობება, რომელიც მიყვარს. ეს არის მადლობა." - განაცხადა 35 წლის ამერიკელმა.
დერიკ როუზი NBA-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა MVP არის, რომელმაც ეს ჯილდო 2011 წელს მოიპოვა. მან 3-ჯერ მიიღო მონაწილეობა ოლ-სტარში და 2009 წელს წლის საუკეთესო ახალწვეული გახდა.
მან კარიერის განმავლობაში ჩიკაგო ბულსში, ნიუ იორკ ნიქსში, მინესოტა ტიმბერვულვზში, კლივლენდ კავალიერსში, დეტროიტ პისტონსსა და მემფის გრიზლში ითამაშა.
როუზის კარიერის პიკი სწორედ მისი MVP სეზონი იყო 2011 წელს, როცა ჩიკაგო ბულსის შემადგენლობაში რეგულარულ სეზონში საშუალოდ 25 ქულა, 7.7 შედეგიანი გადაცემა და 4.1 მოხსნა დააგროვა.
შემდეგ დერიკმა უმძიმესი ტრავმა მიიღო და დაბრუნების შემდეგ მისი ძველებური ფორმა ვეღარ აღიდგინა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები