ლუკა დონჩიჩმა ლოს ანჯელეს ლეიკერსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
სლოვენიელმა კალათბურთელმა გუნდთან სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც 165 მილიონ დოლარს მიიღებს.
"ახლახანს გავახანგრძლივე კონტრაქტი ლეიკერსთან. აღტაცებული ვარ, რომ გავაგრძელებ ლოს ანჯელესისთვის ჩემპიონობების მოტანისთვის მუშაობას.
მადლიერი ვარ ლეიკერსის, ჩემი გუნდელებისა და ყველა გულშემატკივრის, ვინც პირველი დღიდან სიყვარულს მაჩვენებს. ეს მხოლოდ დასაწყისია." - წერს დონჩიჩი.
26 წლის სლოვენიელი ლეიკერსს თებერვალში შეუერთდა, როცა ის დალას მავერიქსმა მაქსი კლებერთან და მარკიფ მორისთან ერთად გაცვალა. დალასმა ამ გაცვლაში მაქს კრისტი, ენტონი დევისი და 2029 წლის პირველი რაუნდის არჩევანი მიიღო.
