ევრობასკეტ 2025-ზე მორიგი მერვედფინალური მატჩი გაიმართა.
ლატვიის დედაქალაქ რიგაში ერთმანეთს იტალია და სლოვენია დაუპირისპირდნენ.
სლოვენიელებმა პირველივე მეოთხედში დიდი უპირატესობა მოიპოვეს და წინ 18 ქულით გავიდნენ (11-29), მეორე მეოთხედში იტალიელებმა სხვაობის მცირედით შემცირება შეძლეს და გუნდები შესვენებაზე 10-ქულიანი სხვაობით გავიდნენ (40-50).
მესამე მეოთხედის ბოლოს სლოვენიის უპირატესობა 16-ქულიანი იყო (56-72), ბოლო მეოთხედში იტალიელებმა თამაშში დაბრუნება და სხვაობის 1 ქულამდე შემცირება მოახერხეს, თუმცა სლოვენიელებმა გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხეს (77-84).
გამარჯვებულ გუნდს ლუკა დონჩიჩმა ულიდერა, რომელმაც 42 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.
სლოვენია ევრობასკეტის 1/4 ფინალში გავიდა, სადაც გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ პორტუგალიას მოუგო 85-58.
ისტორია დაწერილია! საქართველომ საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის 1/4 ფინალში გავიდა