საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტის 1/8 ფინალში საფრანგეთი დაამარცხა და ტურნირის რვა საუკეთესო გუნდში გავიდა.
შეხვედრის წინ აშკარა ფავორიტად საფრანგეთის ნაკრები მოიაზრებოდა, რომელიც ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა, თუმცა ჩვენმა ბიჭებმა საოცარი თამაში აჩვენეს და აბსოლუტურად დამსახურებულად 80:70 მოიგეს.
1/4 ფინალი ევრობასკეტზე საქართველოსთვის საუკეთესო შედეგია - აქამდე, გუნდის მაქსიმუმი 1/8 ფინალი იყო, რომელიც 2015 წელს დააფიქსირა.
შემდეგ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ფინეთს დაუპირისპირდება, რომელმაც თავის 1/8 ფინალში სერბეთს აჯობა. შეხვედრა 10 სექტემბერს გაიმართება.
დღევანდელ შეხვედრაში საქართველოს რიგებში და მთლიანად მატჩში ყველაზე შედეგიანები კამარ ბოლდუინი და თორნიკე შენგელია გახდნენ 24-24 ქულით.