• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ბოლდუინი, დონჩიჩი, იანისი, პორზინგისი, იოკიჩი - მერვედფინალების გამორჩეული მოთამაშეები
კალათბურთიკალათბურთი
ქართულიქართული

ბოლდუინი, დონჩიჩი, იანისი, პორზინგისი, იოკიჩი - მერვედფინალების გამორჩეული მოთამაშეები

08 სექ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ევრობასკეტ 2025-ზე მერვედფინალური ეტაპი უკვე დასრულებულია და რამდენიმე სენსაციაც ვიხილეთ.

ორი დღის განმავლობაში ჩატარებულ რვა მატჩში გამორჩეულმა ვარსკვლავებმა თავიანთი სტატუსის შესაბამისი წარმოდგენები შემოგვთავაზეს.

ტურნირს გამოეთიშნენ ისეთი სუპერვარსკვლავები, როგორებიც არიან ნიკოლა იოკიჩი და კრისტაფს პორზინგისი. სამაგიეროდ, ლუკა დონჩიჩი და იანის ანტეტოკუნმპო ტურნირზე ასპარეზობას აგრძელებენ.

ვინ იყო ყველაზე გამორჩეული შაბათ-კვირის მატჩებში? გამოკითხვას ევრობასკეტის ოფიციალური გვერდი ატარებს.

ლუკა დონჩიჩმა მორიგი ისტორიული მატჩი გამართა ევრობასკეტზე. სლოვენიელმა სუპერვარსკვლავმა ისტორიული სერია გააგრძელა – იტალიასთან 84-77 გამარჯვებაში 42 ქულა, 10 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. ლუკას უკვე პირველივე მეოთხედში 22 ქულა ჰქონდა ანგარიშზე.

კრისტაფს პორზინგისისთვის ტურნირი მწარედ დასრულდა - ლიეტუვამ ბალტიის დერბი 88-79 მოიგო და მასპინძელი ლატვია ტურნირს გამოთიშა. „უნიკორნმა“ კი მოედანზე გული და სული დატოვა: 34 ქულა, 19 მოხსნა და 2 დაფარება, თუმცა ეს ყველაფერი ამაოდ.

იგივე ბედი ეწია ნიკოლა იოკიჩსაც, რომლის ევრობასკეტ 2025-საც ფინეთმა მოულოდნელი 92-86 გამარჯვებით წერტილი დაუსვა. „ჯოკერმა“ სცადა გუნდის გადარჩენა - 33 ქულა, 8 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაგროვა (ეფექტიანობა 34), თუმცა ფინელთა საოცარ თამაშს სერბეთმა ვერაფერი დაუპირისპირა.

იანის ანტეტოკუნმპომ გრანდიოზული მატჩი ჩაატარა, საბერძნეთმა კი ისრაელთან 84-79 იმარჯვა და რვა საუკეთესო გუნდს შორის გავიდა. ბერძენმა 37 ქულა მიითვალა (21-დან 18 სროლა ზუსტად) და ასევე 10 მოხსნაც დააგროვა.

კიდევ ერთი დიდი სენსაცია ვიხილეთ – საქართველომ ფრანგებს 80-70 აჯობა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. კამარ ბოლდუინი „ჯვაროსნების“ მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო: 24 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 3 ზუსტი სამქულიანი (ეფექტიანობა 30).

ევრობასკეტ 2025-ის მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ლუკა დონჩიჩი
საქართველო
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები
ევრობასკეტი
ანტეტოკუნმპო
იოკიჩი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მარცხი ჩემპიონთან - თოკოს ბარსელონამ ევროლიგაზე მე-10 მატჩი წააგო

•კალათბურთი

კალათბურთი

მარცხი ჩემპიონთან - თოკოს ბარსელონამ ევროლიგაზე მე-10 მატჩი წააგო
•კალათბურთი

კალათბურთი

ქეცბაია ანორთოსისიდან წავიდა - რა გახდა მისი გათავისუფლების მიზეზი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ქეცბაია ანორთოსისიდან წავიდა - რა გახდა მისი გათავისუფლების მიზეზი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ევროს ეფექტი - 18 წლის გრიშიკაშვილი იტალიის სერია A-ში გადავიდა

•ქართული

ქართული

ევროს ეფექტი - 18 წლის გრიშიკაშვილი იტალიის სერია A-ში გადავიდა
•ქართული

ქართული

ბითაძე ორლანდოს ტოვებს? - მთავარი მსურველი გამოიკვეთა

•კალათბურთი

კალათბურთი

ბითაძე ორლანდოს ტოვებს? - მთავარი მსურველი გამოიკვეთა
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

7 სთ წინ

მარცხი ჩემპიონთან - თოკოს ბარსელონამ ევროლიგაზე მე-10 მატჩი წააგო

News image

20 სთ წინ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება