საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების წევრი, დავით გრიშიკაშვილი კარიერას იტალიის სერია A-ში გააგრძელებს.
ხელბურთის ფედერაციის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 18 წლის ქართველი ხელბურთელი მაკედონიური ბუტელედან სიცილიურ ალბატრო სირაკუზაში გადავიდა და მასთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
"იტალიის ჩემპიონატზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მაქვს. ზოგადად, თქვენი ქვეყანა და მისი ტრადიციები ყოველთვის მომწონდა. როცა აქ გადმოსვლის შანსი მომეცა, ბევრი არ მიფიქრია, რადგან ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა", - ავრცელებს გრიშიკაშვილის სიტყვებს ალბატრო სირაკუზას ვებგვერდი.
ალბატრო სირაკუზა იტალიის სერია A-ს 14-გუნდიან ჩემპიონატში თამაშობს და 20 ქულით (10 მოგება და 5 წაგება) სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზეა.