VIDEO: ევრო 2026-ის TOP 10-ში - ცხოვრებაძის გოლი ტურნირის საუკეთესოებში მოხვდა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა მისთვის ისტორიაში მე-2 ევროპის ჩემპიონატზე 3-ვე მატჩი წააგო.
მეორე მხრივ, ჩვენს გუნდს ტურნირზე არაერთი გამორჩეულად ეფექტური მომენტი ჰქონდა, ერთ-ერთი მათგანი კი გიორგი ცხოვრებაძის მიერ ნიდერლანდების ნაკრების კარში გატანილი ბურთია.
ეს გოლი ტურნირის 10 საუკეთესო გოლს შორის მოხვდა და მე-6 ადგილი დაიკავა.
ცნობისთვის, რომ გიორგი ცხოვრებაძე, 29 გატანილი ბურთით, ჯგუფური ეტაპის თანაბომბარდირი გახდა - პორტუგალიელ ფრანსიშკუ კოსტასთან ერთად.
საქართველოს ნაკრები ევრო 2026-ზე ხორვატიის, მასპინძელი შვედეთისა და ნიდერლანდების ნაკრებებს შეხვდა.