გამოცემა ClutchPoints-ის ინფორმაციით, გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქიდან წასვლის შანსები მაღალია და მისი გადაყვანის მთავარი მსურველიც გამოიკვეთა.
NBA-ში გაცვლების ფანჯარა 5 თებერვალს იხურება, იქამდე კი სან ანტონიო სპერსი შეეცდება, ქართველი მოთამაშე თავის რიგებში დაარეგისტრიროს.
გავლენიანი გამოცემის მიხედვით, სპერსს ახლა ფინანსურად კომფორტული სიტუაცია აქვს, რადგან 10 მლნ აშშ დოლარის კაპიტალიზაციის შესაძლებლობა აქვს. ბითაძეს კი ორლანდოსთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებს - წლევანდელ სეზონში 8.3 მლნ აშშ დოლარს იღებს, ხოლო მომდევნო სეზონში მისი ხელფასი 7.6 მლნ აშშ დოლარი უნდა იყოს.
გოგა რეგულარულის ბოლო მატჩებში სულ უფრო და უფრო მცირე დროს იღებს. როგორც იწერება, ორლანდოს მისი გაშვება გადაწყვეტილი აქვს. მის გარდა, ფლორიდელებს ტაიუს ჯონსისა და ჯონათან აიზეკის გაცვლაც უნდათ.