• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ჩიხში შესული მოლაპარაკებები - რა ხდება ვინისიუსის კონტრაქტზე?
ფეხბურთიფეხბურთი

ჩიხში შესული მოლაპარაკებები - რა ხდება ვინისიუსის კონტრაქტზე?

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ვინისიუს ჟუნიორის კონტრაქტი მადრიდის რეალთან 2027 წლის ივნისის ბოლოს იწურება.


ამ ეტაპზე არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმებას შეძლებენ.


პირველი მოლაპარაკებები გასული წლის იანვარში გაიმართა. მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა - ესპანური კლუბი, სავარაუდოდ, ამ პერიოდში უკვე მესამე მწვრთნელს გაუშვებს, რადგან ალვარო არბელოა სერიოზული ზეწოლის ქვეშ იმყოფება. მადრიდი თითქმის გარანტირებულად რჩება დიდი ტიტულის გარეშე ზედიზედ მეორე სეზონია. გასულ კვირას ისინი ჩემპიონთა ლიგას ბაიერნთან მეოთხედფინალში გამოეთიშნენ და ლა ლიგის ლიდერ ბარსელონას 9 ქულით ჩამორჩებიან 6 ტურით ადრე, მათ შორის კლასიკომდე, რომელიც 10 მაისს კამპ ნოუზე გაიმართება.



მადრიდული გრანდის ხელმძღვანელობა ცნობილია თავისი დაუნდობელი გადაწყვეტილებებით წარმატების მისაღწევად და ჩნდება განცდა, რომ ამ წარუმატებლობების საპასუხოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება. ამ კონტექსტში, ვინისიუს ჟუნიორი გულშემატკივრების მხრიდან გუნდის კრიტიკის ეპიცენტრში მოექცა. სამშაბათს, ალავესთან გამარჯვებისას (2:1), ტრიბუნების ნაწილმა მას სტვენა დაუწყო - რაც ამ სეზონში პირველი შემთხვევა არ ყოფილა. გუნდის მეორე გოლის გატანის შემდეგ, რომელიც ბრწყინვალე დარტყმა იყო შორი მანძილიდან, მან ტრიბუნებისკენ ხელები ბოდიშის ნიშნად ასწია.


გულშემატკივართა რეაქცია ვინისიუსის მიმართ გავლენას არ ახდენს მადრიდის გეგმებზე. 25 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის კონტრაქტის გახანგრძლივება კლუბის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ორივე მხარემ, რეალმაც და ვინისიუსმაც, განაცხადეს, რომ სურთ ახალ შეთანხმებას მიაღწიონ.


მაშინ რატომ ჭიანურდება ეს პროცესი ასე დიდხანს? იქნება თუ არა მსოფლიო ჩემპიონატი ფაქტორი? რა მოხდება შემდეგ? ქვემოთ მოცემული სტატია შეიცავს ინფორმაციას, რომელიც შეგროვებულია რამდენიმე ავტორიტეტული ესპანური წყაროდან.


როგორ აფასებს სიტუაციას თვითონ ვინისიუსი?


ვინისიუს ჟუნიორი სუფთა ხელფასი (net) დაახლოებით 17 მილიონ ევროს შეადგენს, რაც კილიან მბაპეს ხელფასის მსგავსია, რომელიც გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა. კლუბმა ფეხბურთელს დაახლოებით 20 მილიონ ევრო შესთავაზა, თუმცა ვინისიუსის აგენტებმა გასულ წელს გამართულ მოლაპარაკებებზე 30 მილიონ ევროზე ოდნავ ნაკლები მოითხოვეს. ეს მოიცავდა საბაზისო ხელფასს, შედეგზე დაფუძნებულ ბონუსებს და ხელშეკრულების გახანგრძლივების ბონუსს - რაღაც ისეთს, რაც მადრიდს მანამდე არცერთი მოთამაშისთვის არ შეუთავაზებია.


ვინისიუსის წარმომადგენლები ხელშეკრულების გახანგრძლივების ბონუსს ხედავდნენ, როგორც გამოსავალს უფრო მაღალი შემოსავლის მისაღებად კლუბში, რომელსაც ძალიან მკაცრი სახელფასო ჭერი აქვს; ეს იქნებოდა იმ ბონუსების ანალოგი, რომელიც მბაპემ და დავიდ ალაბამ მიიღეს კლუბში თავისუფალი აგენტების სტატუსით მოსვლისთვის. უთანხმოების შედეგად, გასული ზაფხულის შემდეგ ამ საკითხზე მნიშვნელოვანი პროგრესი არ ყოფილა. ახლა ვინისიუსის კონტრაქტის ბოლომდე 14 თვე რჩება. როდესაც დიდი ვარსკვლავი კონტრაქტის ბოლო წელს უახლოვდება, სპეკულაციები ყოველთვის ძლიერდება. ხშირ შემთხვევაში, კლუბები გრძნობენ ზეწოლას, რომ რაც შეიძლება მალე მიაღწიონ ახალ შეთანხმებას ან დააყენონ ფეხბურთელი ტრანსფერზე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს; წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ მოთამაშე იანვარში კონკურენტ გუნდთან შეთანხმდეს და მოგვიანებით უფასოდ წავიდეს.


ვინისიუსის შემთხვევაში, რთული წარმოსადგენია მისი ამ ზაფხულს მადრიდიდან წასვლა. პირველ რიგში, მას ყველაზე მეტად მადრიდში დარჩენა სურს, სადაც 18 წლის ასაკში, 2018 წელს ფლამენგოდან 45 მილიონ ევროდ მოვიდა. წასვლა რომც სურდეს, ამას ფინანსური აზრი არ ექნებოდა, რადგან ერთ წელიწადში თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლა, სავარაუდოდ, უფრო მაღალ ხელფას მოუტანს ახალ კლუბში, რომელსაც სატრანსფერო თანხის გადახდა არ მოუწევს.


ვინისიუსს დარჩენა სურს, მაგრამ მოთამაშის მხრიდან ამჟამად გადაუდებელი აუცილებლობის განცდა არ არის. მსოფლიო ჩემპიონატზე  ბრაზილიის ნაკრებთან ერთად კარგმა გამოსვლამ, შესაძლოა მათი პოზიცია მოლაპარაკებებში კიდევ უფრო გააძლიეროს.


როგორია რეალის ხედვა? 


კლუბმა ჯერჯერობით არანაირი მზაობა არ გამოავლინა ვინისიუსის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. კლუბის პოზიცია მტკიცეა - მათ სჯერათ, რომ ის კონტრაქტს გაახანგრძლივებს, რადგან ორივე მხარეს ერთი და იგივე სურს. ერთი წლის წინ, კლუბის წყაროები იმასაც კი ამბობდნენ, რომ გახანგრძლივება გადაწყვეტილი ამბავი იყო, რამაც გამოიწვია ის, რომ ესპანური მედიის დიდი ნაწილი ამ მიმართულებით წერდა. მიუხედავად იმისა, რომ დრო გადის, მადრიდიდან მომავალი მესიჯები აჩქარებაზე არ მიანიშნებს.


დარჩენის სურვილის მიღმა, ერთ-ერთი არგუმენტი პრეზიდენტ ფლორენტინო პერესსა და მოთამაშეს შორის არსებული მჭიდრო კავშირია. პერესმა მხარდაჭერა გამოუცხადა ვინისიუსს მისი საკამათო რეაქციის შემდეგ, როდესაც ჩაბი ალონსომ ის სეზონის პირველ კლასიკოში, 26 ოქტომბერს, 72-ე წუთზე შეცვალა (მადრიდი 2:1-ს იგებდა). რამდენიმე დღის შემდეგ, ვინისიუსმა პირადად მოუხადა ბოდიში პერესს თავისი საქციელის გამო. მათი შეხვედრისას კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხიც წამოიჭრა, სადაც მოთამაშემ განმარტა, რომ არ მიაჩნდა მიზანშეწონილად ხელშეკრულების გახანგრძლივება, სანამ მისი ურთიერთობა ალონსოსთან დაძაბული იყო.


საბოლოო ჯამში, ალონსოს კავშირის ნაკლებობა ვინისიუსთან (და გუნდის სხვა ვარსკვლავებთან) გახდა იანვარში მისი გათავისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ალონსო არბელოამ შეცვალა, რომელიც სარეზერვო გუნდიდან დააწინაურეს. არბელოა მუდმივად იცავს ვინისიუსს კრიტიკისგან, რაც სრულად შეესაბამება კლუბის პოზიციას და ეს ფორვარდმა დააფასა. ახლა აშკარა პრობლემა ფინანსური ასპექტია. სხვაობა მადრიდის პოზიციასა და ვინისიუსის მოთხოვნებს შორის დიდია.


რეალის საბჭომ ადრეც აჩვენა, რომ ერთგულია კლუბის სახელფასო სტრუქტურის, მაშინაც კი, როდესაც ამას საფრთხის ქვეშ დაუყენებია ან ჩაუშლია შეთანხმებები კონტრაქტებზე ან ტრანსფერებზე. აშკარა განზრახვაა, რომ დადგენილი პარამეტრებიდან გამონაკლისი არ დაიშვას, რათა თავიდან იქნას აცილებული ჯაჭვური ეფექტი, რომელიც შესაძლოა კონტროლიდან გამოვიდეს. თუმცა, მადრიდმა წარსულში ზოგიერთ შემთხვევაში დათმობაზე წასვლის მზაობაც აჩვენა. კრიშტიანუ რონალდუ და სერხიო რამოსი იმ მოთამაშეების მაგალითები არიან, რომლებმაც მადრიდთან დაძაბული მოლაპარაკებები გაიარეს. პორტუგალიელმა კონტრაქტი მისთვის სასურველი პირობებით 2013 წელს განაახლა, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, რაც პრესას უთხრა, რომ გოლებს არ აღნიშნავდა, რადგან თავს ბედნიერად არ გრძნობდა.


ესპანელმა იგივე გააკეთა 2015 წელს, მას შემდეგ რაც 2014 წელს ლა დესიმას გმირი გახდა და მანჩესტერ იუნაიტედის ინტერესზე ბევრი იწერებოდა. ორივე შემთხვევაში პროცესები საჯარო და საკამათო იყო, თუმცა მოთამაშეები საბოლოოდ კმაყოფილები დარჩნენ. მაგრამ ეს ასე არ მოხდა მათი კარიერის მიწურულს. 2018 წელს მადრიდმა არ მიიღო რონალდუს ფინანსური მოთხოვნები და ის იუვენტუსში წავიდა. 2021 წელს კლუბმა გადაწყვიტა უკან გაეხმო რამოსისთვის შეთავაზებული პირობები, რადგან მცველს უფრო ხანგრძლივი კონტრაქტი სურდა, მიუხედავად კლუბის დაუწერელი წესისა, რომ 30 წელს გადაცილებულ მოთამაშეებს კონტრაქტი მხოლოდ ერთი წლით უხანგრძლივდებათ.


რატომ უსტვენდა მას მადრიდის ზოგიერთი გულშემატკივარი?



მარტივად რომ ვთქვათ, ვინისიუსმა ამ სეზონში ვერ გაამართლა ის მოლოდინი, რაც მის გარემოცვას ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს ჰქონდა გათვლილი.


აგვისტოში, სეზონის დაწყებამდე, მისი ბანაკის წყაროები პროგნოზირებდნენ, რომ მარტივი სეზონი არ იქნებოდა. ეს იყო ვინისიუსსა და ალონსოს შორის არსებული ადრეული დაძაბულობის გამოძახილი. ალონსო ჯერ კიდევ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გეგმავდა ვინისიუსის სკამზე დასმას პარი სენ-ჟერმენთან ნახევარფინალში (რომელიც ფრანგულმა გუნდმა 4:0 მოიგო), მაგრამ ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის ტრავმამ გეგმები შეცვალა.


ვინისიუსმა ითამაშა, მაგრამ მას სთხოვეს მარჯვენა ფლანგზე ყოფილიყო, რათა მბაპესთან და აკადემიის აღზრდილ გონსალო გარსიასთან ეთანამშრომლა, რაც ბრაზილიელს არ ესიამოვნა. მწვრთნელისა და მოთამაშის ურთიერთობა მუდმივი შიდა დაძაბულობისა და გარე დებატების წყარო იყო, რამაც პიკს სეზონის პირველი კლასიკოს ღამეს მიაღწია.


72-ე წუთზე, როცა მადრიდი ბარსელონას 2:1-ს უგებდა, ალონსომ ვინისიუსი შეცვალა, რასაც ამ უკანასკნელის დიდი რისხვა მოჰყვა. როდესაც ის მოედანს ტოვებდა, DAZN-ის კამერებმა დააფიქსირეს მისი სიტყვები: „ყოველთვის მე. მივდივარ გუნდიდან, სჯობს წავიდე, მივდივარ".


კლუბის შიგნით მრავალმა წყარომ ეს სეზონის გარდამტეხ მომენტად მიიჩნია. იმ 2:1 გამარჯვებამ მადრიდი ბარსასთან 5-ქულიანი უპირატესობით გაალიდერა, თუმცა უკვე იანვრისთვის გუნდი უკვე 4 ქულით ჩამორჩებოდა კონკურენტს, ალონსო კი სულაც გაათავისუფლეს.


ამ გათავისუფლების შემდეგ პირველსავე საშინაო მატჩზე, მას შემდეგ რაც რეალი მეორე დივიზიონის ალბასეტესთან დამარცხდა თასზე (არბელოას პირველი მატჩი), ვინისიუსი ბერნაბეუს ტრიბუნების სტვენის მთავარი სამიზნე გახდა;


ფანები ასევე ითხოვდნენ პერესის გადადგომასაც. არბელოას ხელში რეალი ბარსას კიდევ უფრო ჩამორჩა - ახლა სხვაობა 9 ქულაა - თუმცა ვინისიუსის შედეგიანობა გაუმჯობესდა. ალონსოს დროს მან 33 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა. არბელოას დროს კი 21 მატჩში 12 გოლი და 7 ასისტი აქვს, რითაც გუნდის მთავარი შემტევი ძალა გახდა მბაპეს ტრავმის შემდეგ.


ვინისიუსი არ არის რეალის ერთადერთი ვარსკვლავი, რომლისთვისაც ბერნაბეუს დაუსტვენია, თუმცა საკმაოდ უჩვეულო იყო იმის ნახვა, როგორ გაიტანა მოთამაშემ ფანტასტიკური გოლი და შემდეგ მაყურებელს ბოდიში მოუხადა, როგორც ეს სამშაბათს ალავესთან მოხდა.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ფლორენტინო პერესი
ლა ლიგა
რეალი
ესპანეთი
ვინისიუსი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ლეგენდების ბოლო ცეკვა და ახალი ერა: მსოფლიო ჩემპიონატი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლეგენდების ბოლო ცეკვა და ახალი ერა: მსოფლიო ჩემპიონატი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

უეფამ ჯანლუკა პრესტიანი დასაჯა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

უეფამ ჯანლუკა პრესტიანი დასაჯა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჰალანდი შესაძლოა ბარსელონაში ვიხილოთ?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჰალანდი შესაძლოა ბარსელონაში ვიხილოთ?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ერთი თვისება, რაც კრიშტიანუ რონალდუს სხვებისგან გამოარჩევს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ერთი თვისება, რაც კრიშტიანუ რონალდუს სხვებისგან გამოარჩევს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

6 სთ წინ

ლეგენდების ბოლო ცეკვა და ახალი ერა: მსოფლიო ჩემპიონატი

News image

3 სთ წინ

უეფამ ჯანლუკა პრესტიანი დასაჯა

News image

36 წთ წინ

ჰალანდი შესაძლოა ბარსელონაში ვიხილოთ?

News image

31 წთ წინ

ერთი თვისება, რაც კრიშტიანუ რონალდუს სხვებისგან გამოარჩევს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება