ბენფიკას 20 წლის ვინგერი ჯანლუკა პრესტიანი უეფას მიერ 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
არგენტინელი ლისაბონში ჩატარებულ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩში რეალის ბრაზილიელი ვარსკვლავის, ვინისიუს ჟუნიორის მისამართით სავარაუდო ჰომოფობიური შეურაცხყოფის გამო დაისაჯა.
ბენფიკამ ეს ინფორმაცია ოფიციალური განცხადების მეშვეობით გაავრცელა:
„ბენფიკა აცხადებს, რომ უეფასგან მიიღო შეტყობინება ფეხბურთელ პრესტიანისთვის დაწესებული სანქციის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ჰომოფობიური ენის გამოყენებასთან ბენფიკა-რეალის მატჩში.
პრესტიანი 6 მატჩით არის დისკვალიფიცირებული, საიდანაც 3 მატჩი პირობითად არის შეჩერებული 2 წლის ვადით. იმ სამიდან, რომლის მოხდაც მას რეალურად მოუწევს, 1 უკვე მოხდილია, ხოლო დარჩენილი 2 უნდა მოიხადოს უეფას ტურნირებში ან არგენტინის ეროვნულ ნაკრებში, ფიფას შეჯიბრებებში.“ - წერია ლისაბონური კლუბის განცხადებაში.