კაორუ მიტომა ტრავმის გამო ბრაიტონს დიდი ხნით დააკლდება.
"ეს სერიოზული პრობლემაა. მან შეიძლება 2-3 თვე გამოტოვოს, ეს კი ნიშნავს, რომ მისთვის სეზონი დასრულებულია." - განაცხადა რობერტო დე ძერბიმ.
მიმდინარე სეზონში იაპონელის ანგარიშზე თოლიების შემადგენლობაში 3 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.