• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
დაძაბულობა რეალში? - მბაპესა და ჯუდის კონფლიქტი
ფეხბურთიფეხბურთი
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

დაძაბულობა რეალში? - მბაპესა და ჯუდის კონფლიქტი

19 ივლ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის გამართულ მატჩში ინგლისმა საფრანგეთი ანგარიშით 6:4 დაამარცხა.


შეხვედრის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა ჯუდ ბელინგემსა და კილიან მბაპეს შორის დაძაბული ურთიერთობა გახდა.


გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის რეალის თანაგუნდელებს თამაშის შემდეგ ერთმანეთი არ მოუკითხავთ, რამაც მათ შორის შესაძლო შეუთანხმებლობის შესახებ გააჩინა სპეკულაციები. 

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ბელინგემი ესალმება საფრანგეთის ნაკრების სხვა ფეხბურთელებს, მათ შორის იბრაჰიმ კონატეს, თუმცა არსად არის კადრი, სადაც ის მბაპესთან რაიმე სახის კომუნიკაციას ამყარებს. მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ ორივე ფეხბურთელი ერთმანეთზე ყოველთვის დადებითად საუბრობდა, ეს ფაქტი გულშემატკივრებისთვის ეჭვის საფუძველი გახდა.

მედიაში ასევე განიხილავენ მათი ურთიერთობის ისტორიას. მბაპეს მოსვლის შემდეგ ტაქტიკური ცვლილებების გამო ბელინგემს ფლანგზე გადასვლა მოუწია, რაც მის უკმაყოფილებას იწვევდა, თუმცა საჯარო გამოსვლებში ისინი ყოველთვის ინარჩუნებდნენ კორექტულობას და ერთმანეთს უდიდეს ტალანტებს უწოდებდნენ.


სპორტული მედიის ცნობით, მადრიდულ კლუბში დაძაბულობა ჯერ კიდევ ჩაბი ალონსოს მთავარი მწვრთნელობის პერიოდში დაიწყო. კლუბი პრაქტიკულად ორ ბანაკად გაიყო: მბაპე, რომელსაც ალონსოსთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა და შესაბამისად, მისი ტაქტიკური სქემებიც სრულად შეესაბამებოდა მის სათამაშო სტილს, და ბელინგემი, რომელიც ალონსოს მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი.


თავად ფეხბურთელებს ამ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

england
france
ლა ლიგა
ინგლისის ნაკრები
ჯუდ ბელინგემი
მბაპე
მსოფლიო ჩემპიონატი
რეალი
საფრანგეთის ნაკრები
მსოფლიო ჩემპიონატი 2026

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

შოკისმომგვრელი ციფრები: ვინ მართავს ევროპულ ფეხბურთს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

შოკისმომგვრელი ციფრები: ვინ მართავს ევროპულ ფეხბურთს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტოპ 10 ყველაზე მფლანგველი კლუბი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტოპ 10 ყველაზე მფლანგველი კლუბი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ოცნება ამიხდა“ - როდრი ბარსელონაში ჩაფრინდა და პირველი კომენტარი გააკეთა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ოცნება ამიხდა“ - როდრი ბარსელონაში ჩაფრინდა და პირველი კომენტარი გააკეთა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: ბარსელონამ აიაქსში ფეხბურთელის ტრანსფერი დაადასტურა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: ბარსელონამ აიაქსში ფეხბურთელის ტრანსფერი დაადასტურა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

35 წთ წინ

შოკისმომგვრელი ციფრები: ვინ მართავს ევროპულ ფეხბურთს?

News image

25 წთ წინ

ტოპ 10 ყველაზე მფლანგველი კლუბი

News image

21 წთ წინ

„ოცნება ამიხდა“ - როდრი ბარსელონაში ჩაფრინდა და პირველი კომენტარი გააკეთა

News image

17 წთ წინ

ოფიციალურად: ბარსელონამ აიაქსში ფეხბურთელის ტრანსფერი დაადასტურა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება