ბრაზილიელმა ინფლუენსერმა და ორ შვილთან ერთად ნეიმარის პარტნიორმა, ბრუნა ბიანკარდიმ, კრიტიკოსებს უპასუხა, რომლებიც მას ფეხბურთელის ხარჯზე მცხოვრებ ქალად მოიხსენიებენ.
ბიანკარდიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნეიმარისგან სრული ფინანსური დამოუკიდებლობა აქვს.
საკუთარი ბიზნესი და ულტიმატუმი ნეიმარს
ბრუნამ პოდკასტში სტუმრობისას განაცხადა, რომ მას საკუთარი გუნდი ჰყავს, რომელთა ხელფასებსა და გადასახადებს თავადვე ფარავს, ინსტაგრამზე კი 15 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს და არაერთ გლობალურ ბრენდთან თანამშრომლობს.
ხალხს ჰგონია, რომ სახლში ვსხედვართ და არაფერს ვაკეთებთ. მოიცადეთ, მე ჩემი საქმე მაქვს, ხალხს ხელფასებს ვუხდი და ჩემს ფულს თავად გამოვიმუშავებ. ჩემს გადასახადებს მე ვიხდი
მან წყვილის წარსულ ურთიერთობაზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ერთ მომენტში მათ გაურკვეველ ურთიერთობას წერტილი თავად დაუსვა: „ამდენ შერიგება-დაშორებას ვეღარ გავუძელი. ვუთხარი, რომ ჩემი ლიმიტი ამოიწურა, ძალიან მიყვარდა, მაგრამ ეს საკმარისი იყო“. ამ ულტიმატუმის შემდეგ ნეიმარმა მას პარიზში სიურპრიზი მოუწყო, ბრუნას მშობლები ფარულად ჩაიყვანა და ოფიციალურად შეთავაზა შეყვარებულობა.
ბრუნამ ისიც გაამხილა, რომ მეორე ორსულობის შესახებ ზუსტად ერთი დღით ადრე შეიტყო, სანამ ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა გამოცხადდებოდა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის.
ამჟამად, სანამ ბრუნა საკუთარ იმპერიას მართავს, ტრავმამოშუშებული ნეიმარი მოედანზე ბრუნდება და მზად არის ბრაზილიის ნაკრებს შოტლანდიასთან მატჩში უხელმძღვანელოს.