ბარსელონას და ატლეტიკო მადრიდის გზები ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ისტორიაში მესამედ გადაიკვეთა.
საინტერესოა, რომ სამივე შემთხვევაში ეს გუნდები ერთმანეთს 1/4 ფინალურ ეტაპზე შეხვდნენ და კიდევ უფრო საინტერესო ისაა, რომ სამივეჯერ შემდეგ ეტაპზე ატლეტიკომ შეძლო გასვლა.
პირველად ეს 2013/14 წლებში მოხდა, როცა როხიბლანკომ ორი მატჩის ჯამში 2:1 იმარჯვა, შემდეგ 2015/16-ში და ატლეტიკომ 3:2 შეძლო ორი მატჩის მოგება. იმავე ანგარიშით დასრულდა წლევანდელი დაპირისპირებაც.
საინტერესოა, რომ წინა ორ შემთხვევაში, როცა ატლეტიკომ პლეი-ოფში ბარსელონა დაამარცხა, ტურნირის ფინალამდე შეძლო გასვლა და იქ მადრიდის რეალთან დამარცხდა.
წელს ფინალში გასასვლელად ატლეტიკოს არსენალსა და სპორტინგის შორის გამარჯვებულთან მოუწევს დაპირისპირება.