ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის 30-ე ტურის სიმბოლურ თერთმეტეულში მოხვდა.

ბორდოსა და პარიზის შეხვედრაში ქართველმა შემტევმა გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა და საკუთარ გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა, შეხვედრა 3-3 დასრულდა. ზურიკომ Sofascore-ის მიხედვით 8.1 შეფასება დაიმსახურა.
დავითაშვილის ანგარიშზე ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
რაც შეეხება ბორდოს, გუნდი 38 ქულით მე-12 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 5 ქულით უსწრებს.