ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ქართველმა შემტევმა ჯილდოსთვის ბრძოლაში ტავფიკ ბეტაიები (ტრუა) და ფამარა დიედიუ (კლერმონი) დაამარცხა.
დავითაშვილმა ლიგა 2-ის ეგიდით თებერვალში ჩატარებულ 4 მატჩში 3 გოლის გატანა შეძლო.
ჯამში კი მიმდინარე სეზონში ზურიკოს ანგარიშზე 23 მატჩში 11 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.