ბარსელონას სპორტულმა დირექტორმა, დეკუმ ხულიან ალვარესის ჩაშლილი ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.
„ჩვენ სწორად ვიმოქმედეთ - წინადადება გავაგზავნეთ, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ. რეალობა ისაა, რომ ატლეტიკოს მოთამაშის გაყიდვა უბრალოდ არ სურდა. ჩვენ არასდროს გვითხოვია მისთვის, რომ კლუბიდან წასვლის სურვილი საჯაროდ გამოეცხადებინა.
მათ ბრალდებებზე ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი. მოთამაშის დამატებას შევეცადეთ, მაგრამ არ გამოვიდა - ცუდი არაფერი გაგვიკეთებია.
ჩვენი წინადადება ითვალისწინებდა თანხის გადახდას სამი სეზონის განმავლობაში და არა ექვსის, როგორც ამას ხშირად აკეთებენ.
ატლეტიკოს დირექტორთან, მათეუ ალემანისთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, მასთან ერთად ბარსელონაში ვმუშაობდი და პრობლემები არ გვქონია“, - განაცხადა დეკუმ.