საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მოთამაშე დუდა სანაძემ, სტუმრად საბერძნეთთან 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ემოციური კომენტარი გააკეთა.
სანაძე აჭარაბეთ არენას ჟურნალისტებს ესაუბრა და აღნიშნა:
სიტყვები არ მყოფნის, დაცლილი ვარ ყველანაირი ენერგიით და ემოციით. სასწაული თამაში იყო და რომ ვუყურებთ, ალბათ კიდევ ვერ დავიჯერებთ. სასწაული თამაში შემოვატრიალეთ და სწორედ ესაა ჩვენი იდენტობა - არასდროს არ ვნებდებით. 26 ქულით უკან ვიყავით ესპანეთთან, ახლაც ეს სასწაული თამაში შემოვატრიალეთ.
კალათბურთელმა განსაკუთრებული ყურადღება თორნიკე შენგელიას თავდადებაზე გაამახვილ:
მინდა, აუცილებლად ვთქვა თორნიკე შენგელიაზე. რასაც აკეთებს თორნიკე საოცარია. მინდა, რომ საქართველოს სახელით მადლობა გადავუხადო. სამწუხაროდ, გზაში გაიგო, რომ ბებია გარდაეცვალა. ვუზიარებ მის ოჯახს და სიმართლე გითხრათ, დღეს თორნიკესთვის ვთამაშობდი. რა თქმა უნდა, საქართველოსთვის, მაგრამ ჩემთვის ამ მოგებას თოკო იმსახურებდა და თოკოსთვის იყო.