იბერია 1999-ის პრეზიდენტის, ტარიელ ხეჩიკაშვილის კომენტარი იბერიას ხეტაფესთან ისტორიულ გამარჯვებაზე.
„დღეს ყველა ბედნიერია. დღეს ალბათ ყველაზე მეტად სჭირდებოდა ეს გამარჯვება არამარტო საკლუბო, არამედ ზოგადად ქართულ ფეხბურთს.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს იბერიელების ეს ძალიან მნიშვნელოვანი თავდადება და გამარჯვება. უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ ეს ლამაზი წუთები ვაჩუქეთ ჩვენს ყველაზე ობიექტურ გულშემატკივარს. ქართულ გულშემატკივარს სხვანაირად უყვარს, სხვანაირად გულშემატკივრობენ, ეს გამარჯვება მათ ეძღვნებათ, რა თქმა უნდა ჩემთან, ჩვენთან ერთად.
ეს გამარჯვება ეძღვნება გიორგი ნემსაძის ხსოვნასაც, მისი გარდაცვალებიდან ჯერ 40 დღეც არ არის გასული. ასევე ეძღვნება ყველა ჩვენს დიდ ვარსკვლავს და ზოგადად ქართულ ფეხბურთს.
გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს,, ყველას დიდი მადლობა." - ხეჩიკაშვილის სიტყვებს სოციალურ ქსელში Geo Team ავრცელებს.