6 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სერია ა-ს მე-9 ტურის მატჩი ბოლონია - მილანი გადაიდო.
შეხვედრა 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ბოლონიაში არსებული უამინდობის გამო, მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო.
აღნიშნულ შეხვედრაში მილანს დისკვალიფიცირებული ტეო ერნანდესი და ტეიანი რეინდერსი უნდა დაკლებოდნენ.
თუმცა, იმის გამო, რომ ბოლონიასთან მატჩი გადაიდო, ახლა ფეხბურთელებს დისკვალიფიკაციის მოხდა ჩემპიონატის ლიდერთან, ნაპოლისთან მატჩში მოუწევთ.
მატჩი მილანი - ნაპოლი 29 ოქტომბერს, სან სიროზე გაიმართება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები