11 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ალბანეთთან გასამართ მატჩს საქართველოს ნაკრები დანაკლისით შეხვდება.
14 ოქტომბერს მიხეილ მესხის სტადიონზე, ერთა ლიგის მე-4 ტურში საქართველოს ნაკრები ალბანეთს გიორგი ქოჩორაშვილის გარეშე დახვდება.
ქართველმა უკრაინასთან დღევანდელ შეხვედრაში გაფრთხილება მიიღო, რომელიც მისთვის ამ გათამაშებაში მე-2 აღმოჩნდა და ის იძულებული იქნება, დისკვალიფიკაციის გამო უახლოესი თამაში გამოტოვოს.
შეგახსენებთ, რომ სექტემბერში ალბანეთთან გასვლაზე გამართული მატჩი 1:0 სწორედ ქოჩორაშვილის ულამაზესი გოლით მოვიგეთ.
გ
გიორგი ლემონჯავა
კომენტარები