-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში დინამო თბილისი მონტენეგროს ესტუმრა და ადგილობრივ მორნარ ბარს დაუპირისპირდა.
მატჩი გამორჩეული იყო დინამოელთა მარცხენა მცველისთვის, საბა ხარებაშვილისთვის, რომელიც უეფას საკლუბო ტურნირების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა.
საბამ 15 წლის და 10 თვის ასაკში დორტმუნდის ბორუსიას თავდამსხმელის იუსუფა მუკოკოს შედეგი გააუმჯობესა, რომელიც 16 წლის და 18 დღის იყო, როცა ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა.
ხარებაშვილი აპრილში დინამო თბილისის ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა ეროვნულ ლიგაში. ის 15 წლის და 236 დღის იყო, როცა დინამოს მთავარი გუნდის შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა.
დინამოსა და ტორპედოს ბედი მეორე მატჩებში გაირკვევა
წყარო: Georgian Footy
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები