28 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
apeople-ს ოფისში ვიზიტის დროს, მერაბ დვალიშვილს ბრძოლის დროს შოუს ელემენტებზე ჰკითხეს.
ბოლო ბრძოლებში, საოცარი ჩხუბის გარდა თავს შოუმენობითაც გვამახსოვრებ - მეტოქის კოცნა, ჩახუტება და ა.შ. ეს სპონტანურია, თუ წინასწარ დაგეგმილი?
„არცერთ მებრძოლთან მსგავსი რამ წინასწარ არ დამიგეგმავს, გარდა პიოტრ იანისა. თუ გახსოვთ, მან პირისპირ დგომის დროს ხელი გამარტყა, ამიტომ მისი დამცირება მინდოდა.
მისთვის, რაც გავუკეთე, უარესის გაკეთებასაც ვაპირებდი, მაგრამ დავინდე (იცინის)." - აღნიშნა ქართველმა.
რუს მებრძოლს დვალიშვილმა დომინაციით მოუგო და ჩხუბის დროს მის საჯდომზე წათაქუნებისთვისაც მოიცალა.
დვალიშვილი: "უმარი იყო პირველი, ვისი თავიდანვე დაგდებაც არ მიცდია და სახეში რტყმით მინდოდა მოგება"
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები