აზერბაიჯანის დედაქალა ბაქოში გასამართი UFC-ის ღონისძიების წინ მერაბ დვალიშვილს უმარ ნურმაგომედოვთან პოტენციურ რემატჩზე ჰკითხეს.
"უმარმა კიდევ ერთი ბრძოლა უნდა ჩაატაროს, ან შეიძლება კიდევ ორი, შეიძლება კიდევ სამი. ვნახოთ.
UFC-მ როცა არ უნდა მისცეს სატიტულო ბრძოლა, მე აქ ვარ." - თქვა დვალიშვილმა.
UFC 316-ის შემდეგ, სადაც ქართველმა მანქანამ საჩემპიონო რემატჩში შონ ო'მალი დაამარცხა, დანა უაითმა განაცხადა, რომ ნურმაგომედოვთან რემატჩი დვალიშვილთან საინტერესო იქნებოდა.
თუმცა დიდი ალბათობით, მერაბს მორიგი ქამრის დაცვა კორი სენდჰეგენთან ექნება.