თოფურიას აზრით, არმან ცარუკიანს და პედი პიმბლეტს სატიტულო ბრძოლა ჯერ არ დაუმსახურებიათ.
„პედის კიდევ ერთი ბრძოლა სჭირდება, იმიტომ რომ ამ დივიზიონში მასზე დამსახურებული პრეტენდენტებიც არიან.
ცარუკიანსაც ერთი მოგება აშორებს სატიტულო ბრძოლამდე. მას ჰქონდა ამის შანსი. არ ვიცი რა მიზეზით, მაგრამ მან ეს შანსი ვერ გამოიყენა." - აღნიშნა თოფურიამ.
მსუბუქი წონის ქამრისთვის ესპანელი სპორტსმენი 29 ივნისის დილას, ექს-ჩემპიონს, ბრაზილიელ ჩარლზ ოლივერიას დაუპირისპირდება.