UFC 318-ის წინ ილია თოფურიამ ისლამ მახაჩევთან შესაძლო დაპირისპირებაზე ისაუბრა.
"სიმართლე გითხრათ, მახაჩევთან ბრძოლა იმიტომ მინდოდა, რომ ის ყველასთან დომინირებდა, მაგრამ საბოლოოდ, მე ვერ გავაკონტროლებ იმას, თუ რას გააკეთებენ ისინი.
მე მხოლოდ იმის გაკონტროლება შემიძლია, მე რას გავაკეთებ. ამიტომ ზედა წონაში ამოსვლა და ტიტულისთვის ბრძოლა მინდოდა და ასეც მოხდა. მანაც გადაწყვიტა წონა შეეცვალა. მე მხოლოდ ის შემიძლია, რომ ვებრძოლო იმას, ვისაც ჩემთან ჩხუბი უნდა.
ვნახოთ, რას იზამს ქვესაშუალო წონაში. თუ ის ტიტულს მოიგებს და მე საშუალო წონის დივიზიონის ქამარს დავეუფლე, შეიძლება ზედა წონაში ავიდე ან ის ჩამოვიდეს ქვემოთ და გვექნება ბრძოლა, რომლის ნახვაც ყველას სურს.
თუ ისლამი ჩემპიონი გახდა, მე მასთან ბრძოლას მოვითხოვ და ქვესაშუალო წონაში ავალ." - განაცხადა თოფურიამ.
29 ივნისს, UFC 317-ზე ილია თოფურია მსუბუქი დივიზიონის სატიტულო ბრძოლაში ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება.
თოფურია: "ვერც კი წარმოიდგენთ, რასაც 29 ივნისს იხილავთ"