ილია თოფურიამ ოქტაგონზე დაბრუნების ზუსტი პერიოდის დასახელება არ მოისურვა.
როგორც იცით, ქართველი მებრძოლი გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მეუღლეს დაშორდა, რის გამოც MMA-სგან პაუზა აიღო და მინიმუმ 2026 წლის გაზაფხულამდე არ აპირებს ბრძოლის ჩატარებას.
"MMA-ში დიდი დრო აღარ დამრჩა", - ილია თოფურია სამომავლო გეგმებზე
„ზუსტი თარიღი არ მაქვს — როგორც კი ყველაფერი დალაგდება. ახლა ჩემს პრიორიტეტს ოჯახის და ბავშვების კეთილდღეობას ვანიჭებ. როგორც კი ყველაფერი გადაწყდება, ოქტაგონზე დავბრუნდები და ყველას მივაღებინებ იმას, რასაც იმსახურებს.
არამგონია, რომ MMA-ში კიდევ დიდხანს დავრჩე. ყველაფერი გარემოებებზეა დამოკიდებული." - აღნიშნა თოფურიამ.