ილია თოფურიამ თავის სამომავლო გეგმაზე და MMA-დან მოახლოვებულ წასვლაზე საუბრობს.
„საიდუმლო არ არის, რომ საკუთარი ძალების კრივში მოსინჯვა ყოველთვის მინდოდა. თუმცა, ცხოვრებაში კარგად მაქვს გააზრებული, რომ თუ ორ კურდღელს დაედევნები, შეიძლება ვერცერთი ვერ დაიჭირო.
ამიტომ, მინდა MMA-ში ჩემი ისტორია მივიყვანო ბოლომდე და როცა მოვრჩები, შემდეგ გადავიდე კრივში. არ შეიძლება MMA-ს ბრძოლისთვის ვემზადებოდე, შემდეგ კრივზე გადავერთო, იქ ვცადო ძალები, მერე დავბრუნდე... არამგონია, ეს ძალიან პროფესიონალური ნაბიჯი იყოს, ასე არ არის?
კრივი სრულიად განსხვავებულ მიდგომას იმსახურებს, ძალიან, ძალიან, ძალიან განსხვავებულ ვარჯიშს, რომელთან შეგუებაც დამჭირდება. იქ ბევრი რამ არის განსხვავებულად - ოქტაგონის ნაცვლად რინგია, ამიტომ ყველაფერთან შეგუებას, როგორც ყველაფერს ამ ცხოვრებაში, დრო სჭირდება.
ამიტომ, ჯერჯერობით MMA-ში ვარ და როცა მოვრჩები — რასაც არამგონია, რომ დიდი დრო დასჭირდეს — კრივში გადავალ და ბევრ ადამიანს გავაკვირვებ." - აღნიშნა ქართველმა მსუბუქი წონის ჩემპიონმა.