ილია თოფურიამ დაასახელა ბრძოლა, რომელიც შესაძლოა მახაჩევთან დაპირისპირებაზე დიდი იყოს.
"ვფიქრობ, უფრო დიდი ამბავი პადისთან (პიმბლეტი) ბრძოლა იქნება, ვიდრე ისლამთან, რადგან მახაჩევი არავის აინტერესებს.
დაღესტანშიც კი, როცა მისი ჩხუბია, ხალხი იძინებს და ბრძოლას დილას ნახულობს. სახლშიც კი არ აინტერესებთ ის.
ის ორ სიტყვასაც კი ვერ აბამს ერთმანეთს." - თქვა თოფურიამ მახაჩევზე.
29 ივნისს, UFC 317-ზე ქართველი მსუბუქი დივიზიონის სატიტულო ბრძოლაში ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება.
თოფურია: "თუ ისლამი ტიტულს მოიგებს, ზედა წონაში ასვლას მოვითხოვ"