29 აგვისტო
მერაბ დვალიშვილი წლის ბოლომდე ბრძოლის ჩატარებას კიდევ გეგმავს.
„თუ ოქტომბერში სენდჰეგენს დავამარცხებ, შემდეგი ბრძოლის ჩატარება დეკემბერშივე მინდა. UFC-ის ვთხოვე, რომ კიდევ ერთი ბრძოლა დეკემბერში, ან სულაც ნოემბერში ჩამინიშნონ. პიოტრ იანი აშკარა პრეტენდენტია, ის ამას იმსახურებს.
არ მინდა, რომ მას დიდხანს ვალოდინო." - აღნიშნა სუპერ-მსუბუქი წონის ქართველმა ჩემპიონმა.
2025 წელს დვალიშვილს უკვე ორი ბრძოლა აქვს ჩატარებული - იანვარში მან უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა, ივნისში კი - შონ ო'მალი.
29 ივლისი
მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქემ, კორი სენდჰეგენმა მოახლოვებულ ბრძოლაზე ისაუბრა.
„არ წამოვეგები ზღაპრებს იმაზე, რომ მერაბი - კარდიომანქანა და დაუმარცხებელი მებრძოლია, რომელსაც ვერაფრით გააჩერებ. ვაპირებ შევიდე ოქტაგონზე, დავლეწო მერაბი და ქამარი მოვირგო. ჩემს გულში ამჟამად მხოლოდ ეს იდეა ცოცხლობს." - აღნიშნა სენდჰეგენმა.
23 ივლისი
UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა მერაბ დვალიშვილის მომდევნო ბრძოლის მეტოქე და თარიღი ოფიციალურად დაასახელა. ქართველი მანქანა სუპერმსუბუქი წონის ქამარს კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ UFC 320-ზე, ლას ვეგასში დაიცავს.
ქართველისა და ამერიკელის დაპირისპირება ღონისძიების თანამთავარი ბრძოლა იქნება, მეინ ივენთზე კი მაგომედ ანკალაევისა და ალექს პერეირას რემატჩი შედგება. ამ ორ ბრძოლასთან ერთად ლას ვეგასში კიდევ ერთ საინტერესო დაპირისპირებას ვიხილავთ - ირჟი პროჰასკა ხალილ რაუნთრის წინააღმდეგ.
UFC 320 5 ოქტომბერს გაიმართება.