ვილიარეალის მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინო გარსია ტორალს, რეალთან წაგებული მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებმა გიორგი მიქაუტაძის შესახებ ჰკითხეს.
"მოხარული ვარ, რომ პირველ კითხვას ჩემი ფეხბურთელების შესახებ მისვამთ. ის ადაპტაციის პროცესის შუაშია - ჩვენთან ცოტა ხანია მოვიდა, მაგრამ თავის ხარისხს აჩვენებს.
ძალიან დიდი რესურსის მქონე მოთამაშეა, მომენტს ნათლად ხედავს და მისი დასრულება შეუძლია. გვჯერა, განსაკუთრებულად ითამაშებს და ჩვენი მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება", - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.
გიორგი მიქაუტაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, ვინც მადრიდის რეალის კარში გოლი გაიტანა.
ჟორჟს მიმდინარე სეზონის ლა ლიგაში 3 საგოლე მოქმედება აქვს - 2 გოლი და 1 ასისტი. ასევე, ჩემპიონთა ლიგაზე იუვენტუსს გაუტანა.