სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ლაშა ბექაური საჩემპიონო გზაზე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილს შეხვდა.
ბექაურმა მძიმე ბრძოლაში მეტოქის დამარცხება მოახერხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ორივე ქართველმა ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გამოხატეს. ამ ფაქტს კი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია გამოეხმაურა.
"სპორტსმენობა ყველაფერზე მაღლა. ძიუდოს ნამდვილი ღირებულებები" - წერია პოსტში.
ლაშა ბექაურმა მოსახლიშვილი 1/2 ფინალში დაამარცხა, ფინალში კი იაპონელ სანშირო მურაოს სძლია და ზედიზედ მეორედ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები