ელიფ ელმასი შესაძლოა ნაპოლიში დაბრუნდეს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ჩრდილოეთ მაკედონელისთვის პრიორიტეტი სწორედ ნაპოლიში დაბრუნებაა და ყველა სხვა ვარიანტი დროებით შეჩერებული აქვს.
კლუბები ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ელმასი ნაპოლის შესაძლოა იჯარითა და გამოსყიდვის შესაძლებლობით შეუერთდეს.
25 წლის ელმასი ლაიფციგში სწორედ ნაპოლიდან 2024 წლის იანვარში გადაბარგდა და გუნდის მაისურით 22 მატჩში გოლის გატანა ვერ მოახერხა.
ნაპოლიში ელმასს 189 მატჩი აქვს ჩატარებული, რომელშიც 19 გოლი და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა.