ენდრიკი მიიჩნევს, რომ ნეიმარი მასზე ბევრად უკეთესი ფეხბურთელია.
19 წლის თავდამსხმელმა, რომლის უფლებებიც მადრიდის რეალს ეკუთვნის, ლიონის შემადგენლობაში პირველ სამ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა — ეს ფრანგული კლუბის ისტორიაში საუკეთესო სტარტია სტატისტიკის წარმოების დაწყებიდან.
„ნეიმართან შედარება? როცა ის საფრანგეთში გადავიდა, უკვე გამორჩეული ფეხბურთელი იყო და საოცარ რაღაცებს აკეთებდა.
ყოველ მატჩში იყო დრიბლინგი, გოლები და საგოლე გადაცემები.
ნუ შემადარებთ მას. ნეიმარი ბევრად უკეთესია“, — განაცხადა ენდრიკმა.