ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ მარტის ამხანაგური მატჩებისთვის ნეიმარის გუნდში არგამოძახებაზე კომენტარი გააკეთა.
„ნეიმარს შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში, თუ ის 100%-ით მზად იქნება. რატომ არ გამოვიძახე ნეიმარი ახლა? იმიტომ, რომ ის 100%-ით მზად არ არის.
ჩვენ გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც სრულად მზად არიან. ნეიმარმა უნდა გააგრძელოს მუშაობა, თამაში, აჩვენოს თავისი ხარისხი და კარგი ფიზიკური მდგომარეობა.“ - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
ბრაზილიის ნაკრები მარტის მატჩებში საფრანგეთსა და ხორვატიას დაუპირისპირდება, ანჩელოტის განაცხადში კი ნეიმარი ვერ მოხვდა.
ნეიმარის გარეშე - ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრების განაცხადი დაასახელა