ჯორდანის ბრენდი ამ ზაფხულს ჩრდილოეთ ამერიკაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბრაზილიის გასვლით ფორმას დაამზადებს.
ბრაზილიის მეორე ფორმის დიზაინი აპექს-მტაცებლებით (საკვების ჯაჭვის მწვერვალზე მდგომი მტაცებლები) და კონცეფციით „სიხარულის საფრთხე“ არის შთაგონებული.
ჯორდანის ბრენდის ტანსაცმლის დიზაინის დირექტორი მაკენზი სემი ამას ასე ხსნის:
იდეა იმაში მდგომარეობს, რომ როცა ბრაზილიელი ფეხბურთელი მოედანზე იღიმის, სწორედ მაშინ არის ის ყველაზე საშიში, სწორედ მაშინ ჩნდება ნამდვილი აპექს-მტაცებელი.
სტუმრის ფორმაში გამოყენებულია ჯორდანის ბრენდისთვის დამახასიათებელი „elephant print“ დიზაინი და ის ასევე შთაგონებულია ბრაზილიის სამი ყველაზე საშიში ცხოველით - შხამიანი ბაყაყით, იაგუარით და ანაკონდით.
„შთაგონება ავიღეთ ისეთი ელემენტებიდან, როგორიცაა შხამიანი ბაყაყი, რომელმაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა სტუმრის ფორმის ფერები.
ასევე შთაგონება მივიღეთ იაგუარისგან, რომელმაც განსაზღვრა ის ორნამენტი და ფორმა, რასაც ფორმაზე ხედავთ. გარდა ამისა, შთაგონება ავიღეთ ანაკონდასგანაც, რომელმაც განაპირობა მასალაზე არსებული ხაზოვანი ტექსტურა.“ - თქვა სემმა.
მსოფლიო ჩემპიონატის ხუთგზის გამარჯვებული C ჯგუფის თამაშებს 13 ივნისს მაროკოს წინააღმდეგ, ნიუ-იორკში მდებარე MetLife Stadium-ზე, დაიწყებს. შემდეგ ბრაზილია 19 ივნისს ჰაიტის ფილადელფიაში დაუპირისპირდება, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 24 ივნისს შოტლანდიის წინააღმდეგ Hard Rock Stadium-ზე, მაიამიში დაასრულებს.



